გამოვიდა აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი
გამოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ შედგენილი "აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი". წიგნი გამოიცა სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის, მისი სწორად გამოყენებისა და მთარგმნელობითი მუშაობის ორგანიზების მიზნით. ლექსიკონი შედგენილია თანამედროვე და ძველი აზერბაიჯანული სიტყვების სწორად შერჩევის პრინციპის საფუძველზე, სხვადასხვა დარგებში გამოყენებული ტერმინების, აგრეთვე ”აზერბაიჯანული ენის მართლწერის ნორმების” შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ 2019 წლის 16 აპრილს,( No.174).
წინამდებარე „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ თავისი წინამორბედი ლექსიკონებისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ წინა ორთოგრაფიული ლექსიკონებში ზოგჯერ დარღვეულია ამა თუ იმ სიტყვის მართლწერა, ან ათასობით სიტყა და ტერმინი მოცემულა ორ, ზოგჯერ სამ ვარიანტად; ათასობით სიტყვა წარმონაქმნი, არქაული, არაბული და სპარსული სიტყვა ჩამოთვლილია სხვადასხვა ვარიანტით. ლექსიკონი გასუფთავებულ იქნა უცხო სიტყვების, დიალექტებისა და იდიომებისგან (საერთო ჯამში, დაახლოებით 54,000). ახალ ლექსიკონში აღმოფხვრილია ეს ხარვეზები და ამის მაგიერ იგი გამდიდრებულია 8000-ზე მეტი სუფთა აზერბაიჯანული სიტყვთ, აგრეთვე სამეცნიერო, ტექნიკური, სპორტული, კულტურული და პოლიტიკური ტერმინებით, რომლებიც არ შედიოდა წინა ორთოგრაფიულ ლექსიკონებში. (საერთო ჯამში, დაახლოებით 54,000).
ლექსიკონის შემდგენელი და წინასიტყვისის ავტორია - აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მასუდი, სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენენ - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი ნიზამი ჯაფაროვი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვილაათ გულიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გულუ მაჰარამლი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯაჰანგირ მამედლი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯალილ ნაღიევი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რუსთამ ქამალი და ფილოსოფიის დოქტორი ფილოლოგიის დარგში, დოცენტი ისმაილ მამედოვი. გამომცემლობის რედაქტორი კი - ლათაფათ სამაადოვაა.
წიგნი დაისტამბა გამომცემლობა “შერგ-გერბში“ (აღმოსავლეთი-დასავლეთის).
წინასიტყვაობა
(შემოკლებით)
აზერბაიჯანული ენა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ენაა მსოფლიოში, იგი ასევე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფო ენად გვევლინება. დიდი ჰეიდარ ალიევის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ენის პოლიტიკას, რომელსაც იგი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენიჭებოდა ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისა და განვითარების თვალსაზრისით, დღეს წარმატებით ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. ის, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიას, რომელიც წარმოადგენს შესაბამის სფეროში უმაღლესი მარეგულირებელი ორგანოს, უშუალოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, და კიდევ ის, რომ გაიხსნა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი, რომელსაც დაეკისრა პასუხისმგებლობა ენის სიწმინდის დაცვასა და მთარგმნელობითი სფეროს დახვეწის საქმეში, და კიდევ ის, რომ „აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სახელმწიფო ენის შესახებ კანონში“ შეტანილ იქნა რიგი ცვლილებები და ამ მიმართულებით განხორციელდა რიგი ღონისძიებები, შექმნა დიდი შესაძლებლობები ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საქმის განვითარებასა და აზერბაიჯანული ენის ქვეყანის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციისთვის.
იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც ნებისმიერი ენის განვითარებასა და სწორად გამოყენებას განაპირობებენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სრულყოფილი ორთოგრაფიულ ლექსიკონს, რომელიც თავისთავში მოიცავს ამ ენის მრავალფეროვანებასა და ლექსიკურ სიმდიდრეს. თვალს თუ გადავავლებთ ჩვენი ორთოგრაფიული ლექსიკოგრაფიის ისტორიას, დავინახავთ, რომ პირველი ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ენის ლექსიკა და მართლწერის წესები, გამოიცა 1929 წელს. აღნიშნულ ნაშრომს ეწოდება”მართლწერის ლექსიკონი” (ავტორი ვ. ხულუფლუ), ხოლო 2004, 2013 წლებში იგი გამოქვეყნდა ლათინური ანბანით ("აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი" - მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნასიმის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი). უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომ გამოცემებში მისი მოცულობა გაიზარდა 75000-სიტყვამდე, ხოლო ბოლო მეხუთე და მეექვსე გამოცემებში ჯერ 90 000-მდე, შემდეგ კი 110 000-მდე გაიზარდა.
ერთი შეხედვით, ეს სტატისტიკა მოიცავს ლექსიკოგრაფიის 90-წლიან ისტორიას. მაგრამ ყურადღებით თუ გავადევნებთ თვალს აღნიშნულ პროცესს, მწარე სიმართლის მოწმენი გავხდებით, კერძოდ დავინახავთ, რომ სურათი ისე არ არის, როგორც ერთი თვალის გადავლებით ჩანს, განსაკუთრებით ის, რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ მასალებში დაფიქსირებული ზრდის აქტიური მაჩვენებელი არის რეალური სიტუაციის ადექვატური და ძირითად შემთხვევებში ღრმა ხარვეზებით დაღდასმული პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ენის დაკნინებასა და ჩვენი ეროვნული და სულიერი არსებობის დეგრადაციას.
არსებულმა ვითარებამ დღისწესრიგში დააყენა ამ ეროვნული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხისადმი სერიოზული და სრული პასუხისმგებლობით მიდგომისა და ჩვენამდე არსებული მასალის ხელახლა გადამუშავების აუცილებლობა. ორთოგრაფიული ლექსიკონი გახლავთ ენის კონსტიტუცია, სახელმწიფო გერბისა და დროშის თანაბარი ეროვნული სახელმწიფოებრიობის ატრიბუტი, აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის ნორმებისა და წესების შესაბამისად შედგენილი ენის უშრეტი წყარო.
წინამდებარე წიგნში 65 ათასი სიტყვით შემოვიფარგლეთ. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ლექსიკონი, ჩვენი ენის ლექსიკასთან ერთად, ასევე შეუწყობს ხელს ჩვენი წერილობითი და ზეპირი კულტურის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი გააგრძელებს ლექსიკონის სრულყოფას და ღია იქნება ამ სფეროში ნებისმიერი ეფექტური შემოთავაზებისთვის.
ა. მესუდი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.