წიგნი ნადირ შაჰის შესახებ
დაისტამბა წიგნი, რომელიც მოიცავს „ნადირ შაჰის პირადი ექიმის წერილებს” - ნაშრომი გახლავთ საყურადღებო წყარო შაჰის მმართველობის ბოლო პერიოდისა და მისი მკვლელობის დეტალების შესახებ“ (ავტორი - აკადემიკოსი რამიზ მეჰედიევი).
წიგნში ლაპარაკია დიდი აზერბაიჯანელი მხედართმთავრის, ნადირ შაჰ აფშარის 11 წლიანი მმართველობის პერიოდში განვითარებულ ისტორიულ მოვლენებსა და მისი მეთაურობით მიღწეულ ბრწყინვალე სამხედრო წარმატებებზე. ნაშრომი, რომელიც ეფუძნება ნადირ შაჰის პირადი ექიმის - ფრანგი ქალბატონის ლუი ბაზის წერილებს, წარმოადგენს ეპოქის სამხედრო-პოლიტიკურ სურათს, მიუკერძებლად აღწერს შინაგან კონფლიქტებს, ნათესავებისა და ავისმზრახველთა მიერ ხელმწიფის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებებსა, ასევე დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით გადმოგვცემს შორეულ ინდოეთში ისტორიულ ლაშქრობას.
აღნიშნული პერიოდის მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურებსა და მოვლენებზე კომენტარების ავტორები არიან ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკურ მეცნიერებაში ელდარ ამიროვი და სამართლის ფილოსოფიის დოქტორი ჯაჰანგირ ჰუსეინოვ-აფშარი.
ლუი ბაზის წერილებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების ფრანგული და სპარსული ენებიდან თარგმანები ფუად ჰასანოვს, ალი შუქრუსა და შაჰინ იაჰიაევს ეკუთვნის .
წიგნის რედაქტორი იაშარ ალიევია.
ნაშრომი, რომელიც ფართო მკითხველთა წრეს წარედგინა, წარმოადგენს ღირებულ სამეცნიერო წყაროს ისტორიკოსებისა და მკვლევარებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია აზერბაიჯანის შუა საუკუნეების ისტორიით.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.