გამოქვეყნდა კატალოგი სახელწოდებით -„სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი - 2014-2019 წლები“
გამოქვეყნდა კატალოგი სახელწოდებით -“სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი - 2014-2019 წლები“, რომელშიც ასახულია აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ხუთწლიანი საქმიანობა (2014-2019). კატალოგში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები, რომლებიც ორგანიზაციის მიერ განხორციელდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. აღნიშნულ პროექტთა მოკლე ჩამონათვალი ასეთია - სახელმწიფო ენის გამოყენება, ენისა და თარგმანის გაუმჯობესება, სწავლება, ლექსიკა, მედია, დუბლირება, საგამომცემლო საქმიანობა, ენისა და თარგმანის გამოყენების მონიტორინგი, აზერბაიჯანში მსოფლიო ლიტერატურის პროპაგანდა და პოპულარიზაცია, შეხვედრები და პრეზენტაციები, ინტერნეტის შესაძლებლობების გამოყენება აზერბაიჯანული ლიტერატურის ნიმუშების ფართო მკითხველთა მასებისათვის მიწოდების სფეროში და ყარაბახული რეალობის სწორუპოვარი გავრცელების მიზნით. აქ წარმოდგენილი ვრცელი კატალოგები იძლევა საშუალებას ფართოდ იქნას მიმოხილული ცენტრის მიერ ბოლო 5 წლის განმავლობაში გაწეული ფართომასშტაბიანი სამუშაო და აგრეთვე ცენტრის საქმიანობის სხვა ასპექტები.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.