გამოვიდა ყაზალების კრებული ნასიმისა, რომელიც სამყაროში ვერ ეტეოდა
დიდი აზერბაიჯანული პოეტის იმადადინდ ნასიმის 650 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი "ნასიმი, რომელიც სამყაროში ვერ ეტევა" (აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი).
წიგნი შეიცავს პოეტის 300-ზე მეტ ლექსს, რომელიც ილუსტრირებულია ნასიმის შტრიხებისა და მისი პოეზიის შინაარსთან ასოცირებული ილუსტრაციებით.
წიგნის რედაქტორი და წინასიტყვისის ავტორია ფილოლოგიის დოქტორი ფაშა ალიოღლი.
წინასიტყვაობა:
”დიდმა ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ, პროგრესულმა, ჰუმანისტურმა იდეებმა, ურყევმა პიროვნულმა თვისებებმა, თავისი იდეებისთვის თავგანწირულმა ბრძოლამ, დიდ აზერბაიჯანელ პოეტს იმადადინ ნასიმის სახელი დაუმკვიდრა შუა და ახლო აღმოსავლეთში. იმამ ჰუსეინის გმირული სიკვდილი 680 წელს, ჰალლეც მანსურის მოწამეობრივი აღსრულება 922 წელს და ფაზლულა ნაიმის წამება 1394 წელს და ბოლოს 1417 წელს ალეპოში ნასიმის რწმენისათვის სასტიკი წამებით აღსრულება ხალხის მეხსიერებაში აღიბეჭდა და ნამდვილ ლეგენდად იქცა. როგორც შუა საუკუნეების წერილობითი წყაროები და სატირალები გვიჩვენებენ, ნასიმიმ ღრმა შინაარსითა და მაღალი მხატვრული სიმკვეთრით სამ ენაზე დაგვიხატა თავისი ეპოქა. ეს ენებია - თურქული, სპარსული და არაბული, და მან მოიპოვა დიდი რეპუტაცია, როგორც გენიალურმა პოეტმა შუა აღმოსავლეთში. რა თქმა უნდა, პოეტის ყველაზე დიდი დამსახურება იყო ჩვენი ენის შესაძლებლობების გაფართოება ყველაზე მრავალფეროვანი იდეების გამოსახატად, რითაც მშობლიური ენა პოეზიის მწვერვალებს გაუტოლა. ”
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.