მექსიკის ელჩი თარგმანის ცენტრში
მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ხუან როდრიგო ლაბარდინი ეწვია აზერბაიჯანის თარგმანის ცენტრს. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს პროექტები აზერბაიჯანულ-მექსიკური ლიტერატურული ურთიერთობების, მექსიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში აზერბაიჯანული ლიტერატურის გაცნობისა და პოპულარიზაციის შესახებ. ელჩმა აღნიშნა, რომ თავის ქვეყნებში "აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიის" გამოქვეყნებასთან დაკავშირებით უკვე მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი გამომცემლობები და უწყებები საქმისყურსში არიან. შემდეგ, ბატონმა ლაბარდინმა ცენტრში ვიზიტის მიზეზზე გადაიტანა ყურადღება - მოხდა აზრთა გაცვლა ცნობილი მექსიკელი მწერლის დევიდ ტოჩანას აზერბაიჯანში მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით.
ელჩმა თქვა: ”თქვენ იცით, რომ მე მიყვარს ლიტერატურა. ვფიქრობ, ლიტერატურა და მუსიკა უკეთესად გადმოსცემს ხალხის თვითმყოფადობასა და გრძნობებს. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ფერწერულ ნამუშევარს, ვგრძნობთ ავტორის განცდათა მხოლოდ ზედა ფენას, ვხედავთ მხოლოდ გარკვეულ მხარეს, მაგრამ ლიტერატურა უფრო ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლახან წავიკითხე დოსტოევსკის რომანი „ძმები კარამაზოვები“, დიდებული ნაწარმოებია. იმისათვის, რომ ეს რომანი ორიგინალიდან წავიკითხო, გადავწყვიტე, რუსული ენა საფუძვლიანად შევისწავლო.
აზერბაიჯანი ძლიერ მიყვარს, ჩვენი საელჩო არა მხოლოდ ბაქოს, არამედ მთელი აზერბაიჯანისთვის არის განკუთვნილი. ჩვენ რეგულარულად ვმართავთ ღონისძიებებსა და გამოფენებს რეგიონებში. ჩემი მექსიკელი მეგობრები ყოველთვის კარგი შთაბეჭდილებით მიდიან ბაქოდან.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.