ჰეიდარ ალიევი თარგმანის ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ
1012 წლის 23 მაისს №2236 განკარგულებით გადაწყდა შეიქმნას აზერბაიჯანის
სახელმწიფო თარგმანის ცენტრი
მთარგმნელლობითი საქმიანობის დარეგულირებისა და მსოფლიო ლიტერატურის აზერბაიჯანში, შესაბამისად ეროვნული ლიტერატურის მსოფლიოში პროპაგანდის მიზნით სახელმწიფო სტურქტურის შექმნის აუცილებლობის იდეა საყოველთაო ეროვნულმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ჯერ კიდევ 1981 წელს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის VII ყრილობაზე წამოაყენა.
დღესაც არ დაუკარგავს თავისი აქტუალობა დიდი ლიდერის იდეებს, რომლებიც ეხება სულიერ-საგანმანათლებლო სფეროში თარგმანის სფეროს როლსა და ერებსშორის კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების უდიდეს მნიშვნელობას.
ამონარიდი ჰეიდარ ალიევის სიტყვიდან, რომელიც მან აზერბაიჯანის
მწერალთა კავშირის VII ყრილობაზე წარმოთქვა
მოძმე ლიტერატორების აყვავებასა და დაახლოვების მრავალწახნაგოვან პროცესში სულ უფრო დიდი როლი ენიჭება ურთიერთ თარგმანს. ეროვნული ლიტერატორების ურთიერთ შესწავლისა და გამდიდრების თვალსაზრისით ამას ერთობ დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სფეროში ჩვენი რესპუბლიკის ფარგლებშიც ბევრი რამ გაკეთდა. აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა ა.პუშკინისა და ლ.ტოლსტოის, მ.ლერმონტოვისა და ა.ჩეხოვის, მ.გორკისა და ვ.მაიაკვსკის, ა.ტვარდოვსკისა და მ.შოლოხოვის, კ.მარკოვისა და ვ.კოჟევინკოვის, ა.ფადეევისა და ნ.პოლევოუნის, ა.ჩაკოვსკისა და ნ.ტიხონოვისა და სხვა რუსი მწერლების ნაწარმოებები. ჩვენს რესპუბლიკაში დაისტამბა მოძმე ხალხების მწერალთა არაერთი წიგნი. თუმცა ამ სფეროში მრავალი პრობლემაა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა. მინდა უპირველესად თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ გარმოებას, რომ ამ სფეროში სტიქიური დინების ელემენტები იკვეთება. გამომცემლობებში არა არის შემუშავებული ღრმად მოფიქრებული, შორსმიმავალი გეგმა რუსული და უცხოური ლიტერატურის თარგმანის სფეროსთან მიმართებაში. ასევე არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა კლასიკური და თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის რუსულ ენაზე თარგმანის საქმეში. იგრძნობა მაღალი კვალიფიკაციის მთარგმნელთა უკმარისობა. სიტყვამ მოიტანა და უნდა ითქვას, რომ დღემდე არავის გამოუჩენია სერიოზული ინიციატივა მაღალ კვალიფიცირებული მთარგმნელების მომზადების საქმეში. მთარგმნელთა ის გუნდი კი, რომელიც გაგვაჩნია, ქაოსურადაა მიმოფალნტული.
ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემად რჩება მხატვრული თარგმანის მაღალი დონის მიღწევა. არადა ჩვენი რესპუბლიკის სოციალურ-სულიერი განვითარების დონე აზერბაიჯანის სოციალური კულტურის კიდევ უფრო ამაღლებას, მთლიანად საზოგადოებრივ-პოლიტიკური და მხატვრული ლიტერატურილ თარგმანის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას მოითხოვს. ჩანს, მწერალთა კავშირმა და სახელმწიფო საგამომცემლო კომიტეტმაც სერიოზულად უნდა იფიქროს, იმაზე თუ როგორ გაუკეთდეს ურგანიზება მთარგმნელობით საქმიანობას.
განათლების სამინისტრომ და აზერბაიჯანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უნდა იზრუნონ იმისათვის, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები დახელოვდნენ თარგმანის სხვადასხვა სფეროში და მათი მომზადების დონე სათანადოდ ამაღლდეს. ამ პრობლემების მოგვარებაში შემოქმედებითმა კოლექტივებმა რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მიიღონ. მინდა გავიხსენო სიტყვები სამედ ვურღუნისა, რომელმაც თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები ა.ს.პუშკინის დიდებული პოემის „ევგენი ონეგინის“ თარგმნას მიუძღვნა. სამედ ვურღუნი ამბობს: „მინდოდა, პუშკინის სული და მისი პოემის გმირები აზერბაიჯანელებისათვის უფრო მშობლიური ყოფილიყო, აზერბაიჯანელს როგორც ლეილის ხატი უყვარს და ეთაყვანება მას, ტატიანაც ასევე შეიყვაროს და სათაყვანებელ ხატად ჩათვალოს“.
მხატვრული თარგმანის ეს დიდი მისია ჩვენს დიდ მწერლებს კარგად ჰქონდათ გააზრებული და პირნათლად ასრულებდნენ კიდეც. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი რესპუბლიკის მწერალთა ორგანიზაციამ განავითაროს საბჭოთა მთარგმნელობითი სკოლის ტრადიციები, ამასთან ერთად კიდევ უფრო მყარი კავშირები დაამყაროს დაოსტატებულ რუს მთარგმნელებთან და უცხოური მხატვრული ლიტერატურის იმ პროგრესულ წარმომადგენლებთან, რომლებიც ისწრაფიან ჩვენი პლანეტის ცხოვრება რევოლუციური გზით უკეთესობისაკენ შეცვალონ და იბრძვიან მშვიდობისა და სოციალური განვითარებისათვის.
აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ანიჭებს რა პრინციპულ მნიშვნელობას აღნიშნულ საკითხს, აპირებს სპეციალურად განიხილოს რესპუბლიკაში მთარგმნელობითი საქმიანობის მდგომარეობა და დასახოს შესაბამისი ღონისძიებები მისი საფუძვლიანი გაუმჯობესების მიზნით.
ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ხალხის ლიტერატურის დაახლოვების, ურთიერთობების განმტკიცების საქმესა და ურთიერთ გამდიდრების პროცესში რუსული ენა უდაოდ დიდ როლს თამაშობს. რუსული ენის დახმარებით უმნიშვნელოვანესი მწერლების ნაწარმოებები ვრცელდება მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. მისივე გამოისობით დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.
დღეს დიდი მადლიერების გრძნობით ვსაუბრობთ იმ მწერლების სესახებ, რომლებმაც აზერბაიჯანული ლიტერატურის ბრწყინვალე ნიმუშები რუსულ ენაზე თარგმნეს და ფართო მკითხველთა აუდიტორიას აზიარეს. საჭიროა, ეს შემოქმედებითი მეგობრობა განვავითაროთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე დგას უმნიშვნელოვანესი ამოცანა: ასუცილებელია, რომ ჩვენმა მწერლებმა რუსული ენა ღრმად შეისწავლონ. საუბარია იმაზე, რომ როცა ჩვენი მწერლები მშობლიურ ენაზე ნაწარმოებებს ქმნიან, მათ უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ როგორც რუსული მწერლობის, ასევე მთელი საბჭოთა ლიტერატურის მონაპოვრებით.
ენების ურთიერთობა ყოველთვის მომგებიანია, განსაკუთრებით სიტყვის ოსტატებისათვის. ასეთი ურთიერთობები ეროვნული ლიტერატურის რუსულ ენაზე თარგმანის საქმეშიც ფართო ჰორიზონტებს გვიხსნის. დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია ნებისმიერ მწერალს, რომელიც აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს საფუძვლიანად ფლობს. ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი მწერლების ამ მიმართულებით განვითარებას. გვჯერა, რომ ეს სიტყვები ნაყოფს გამოიღებს და დიდი ლიტერატურული მიღწევების იმპულსად იქცევა.
ენა ხალხის დიდი საგანძურია. ლიტერატურული ენის პროგრესის გარეშე შეუძლებელია სულიერი კულტურის პროგრესი.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.