აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა ბაქოს ევრაზიის უნივერსიტეტში ჩაატარა სემინარი თემაზე „თარგმანის პრობლემები“
აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა ბაქოს ევრაზიის უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის ფოლოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა სემინარი თემაზე „თარგმანის პრობლემები“. საერთო ფილოლოგიური კათედრის გამგემ ქალბატონმა ელმირა მამედოვა-კეკეჩიმ, რომელმაც სემინარი შესავალი სიტყვით გახსნა, დიდი შეფასება მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის მიერ ამ სფერო ში გაწეულ სამუშაოს და კერძოდ იმას, რომ ეს ცენტრი იცავს რა აზერბაიჯანული ენის სიწმინდეს, ამავე დროს აზერბაიჯანულად მაღალმხატვრულად თარგმნის თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს და მსოფლიოში პროპაგანდას უწევს აზერბაიჯანულ ლიტერატურას. მასშემდეგ, რაც ღონისძიების მონაწილეებს გაცნობითი ჩარხი წარედგინა, თარგმანის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ვილაეთ ჰაჯიევმა ისაუბრა ცენტრის მიერ ამ მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს უფროსმა ბატონმა ეთიმად ბაშქეჩიდმა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების თურქული ენის სპეციალისტმა, ფილოლოგიის სფეროში ფილოსოფიის დოქტორმა ქალბატონმა ქამალა ელექბეროვამ მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს და აქტიური მონაწილეობა მიიღეს აზრთა გაცვლა-გამოცვლაში.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.