არგენტინის რესპუბლიკის ახალი ელჩი თარგნამის ცენტრში
არგენტინის რესპუბლიკის ახალი ელჩი ბატონი სერგიო პერეზ გუნელა და საელჩოს მდივანი კულტურის საკითხებში ედუარდო რაული აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრს ეწვივნენ.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზერბაიჯანსა და არგენტინას შორის ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში განხორციელებულ პროექტებსა და საელჩოს უშუალო შუამდგომლობით თარგმანის ცენტრის მიერ აზერბაიჯანულად თარგმნილ თანამედროვე არგენტინული ლიტერატურის ნიმუშებს, კერძოდ „მორელინის აღმოჩენას“ (ადოლფო კასერესი), „დაილან კიფკისა“ (მარია ელენა უოლსი) და „ერთი წვეთისოდენა ბედს“ (კლაუდია პინეირო). ასევე განხილულ იქნა საგამომცემლო პორექტები, რომლებიც არგენტინული ლიტერატურის აზერბაიჯანელი მკითხველისათვის გაცნობისა და შესაბამისად აზერბაიჯანული ლიტერატურის ლათინური ამერიკის ქვეყნებში გავრცელების მიზნით სამომავლოდ არის გათვალისწინებული.
ბატონი სერგიო პერეზ გუნელა: კარგად ვიცნობ და ვაფასებ ცენტრის მიერ ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში გაწეულ ღვაწლს. ეს საქმიანობა წარმოადგენს ჰუმანიტარულ-კულტურულ ხიდს, რომელიც ხალხებს შორის კულტურულ დაახლოვებას ემსახურება. ჩვენ როგორც საელჩო კვლავაც ვაპირებთ ახალ-ახალი პროექტებით გავაგრძლოთ ეს ურთიერთობა, რომელიც დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებს საჩუქრად გადაეცა ჟურნალი „ხაზარი“, რომელიც 90-იანი წლებიდან მოყოლებული სისტემატურად ბეჭდავს არგენტინული ლიტერატურის ისეთ ბრწყინვალე წარმომადგენლებს, როგორებიც არიან ხ.კორტასარი, ს.პოლეტი, მ.პუიგი, ე.საბატო, ა.იუნკე და ა.კასარესი.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.