წარდგენილ იქნა ჩეხივის წიგნი „მინდორი“

წარდგენილ იქნა ჩეხივის წიგნი „მინდორი“

გაიმართა პრეზენტაცია ჩეხოვის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი წიგნისა მინდორი, რომელიც  გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის ერთობლივი თანამშრომლობი ფარგლებში.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე გამართული ღონისძიების გახსნისას, რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტის დირექტორმა, მწერალმა ევგენი რეზნიჩენკომ ისაუბრა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ლიტერატურული თარგმანის განვითარებაში შეტანილ წვლილსა და აზერბაიჯანში განხორციელებული საერთაშორისო საგამომცემლო პროექტების წარმატებებზე. მან აღნიშნა, რომ ორ დაწესებულებას შორის ახლახანს გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული თანამშრომლობის განვითარებაში.

ლიტერატურული თარგმანისა და მთარგმნელის პროფესიის სირთულეებზე ისაუბრა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, . გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვადიმ პოლონსკიმ. მან ამ მძიმე და საპატიო დარგის მუშაკებს, დარგისა, რომელიც მოითხოვს ინდივიდუალურ შემოქმედებით ნიჭს, განსაკუთრებულ შესაძლებლობებსა და მოთმინებას, „ნამდვილ გმირებუწოდა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ძველი რუსული ლიტერატურის კათედრის თანამშრომელმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ევგენი ვოდოლაზკინმა ისაუბრა გამოცემულ წიგნებზე და მომავალ პროექტებზე, რომლებიც სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრისა და რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტი სამ ლიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა. მან ასევე ისაუბრა სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე.

აზერბაიჯანის სახალხო მწერალმა ნათიგ რასულზადემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა მწერალ ეთიმად ბაშქეჩიდის პროფესიონალიზმსა და თავისი საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულაბეზე, სწორედ მან ორიგინალიდან აზერბაიჯანულ ენაზე ოსტატურად თარგმნა მოთხრობა მინდორი. სახალხო მწერალმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო მთარგმნელობითი  ცენტრის ნაყოფიერ და მაღალხარისხიან საქმიანობაზე, საგანგებოდ აღნიშნა ნათარგმნი მასალის შერჩევა და მხატვრული თარგმანის დონე.

მხატვრული თარგმანის ცნობილმა ოსტატმა და ლიტერატურათმცოდნემ ჯავანშირ იუსიფლიმ ისაუბრა ცენტრის მიერ დასახული ამოცანის მაღალ დონეზე შესრულებასა და მსოფლიოს ხალხთა ლიტერატურის აზერბაიჯანში გავრცელების კეთილშობილური მისიის კეთილსინდისიერად განხორციელების უდიდეს მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით აღნიშნა, რომ  სწორედ მთარგმნელობითმა ცენტრმა შექმნა ახალი მთარგმნელობითი სკოლა აზერბაიჯანში.

შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფლორა ნაჩი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიზამი თაღისოი, "მინდვრის" თარგმანის ავტორი, მწერალი ეთიმად ბაშქეჩიდი და რუსეთთან, უკრაინასთან, ისრაელთან და უნგრეთთან ლიტერატურული ურთიერთობის ცენტრის კოორდინატორი პუსტა ახუნდოვა. ახლად გამოცემულ წიგნთან დაკავშირებით ასევე აზრი გამოთქვეს მსოფლიო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელმა, პოეტმა მაჰირ გარაევმა, ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მწერალმა იაშარმ ალიევმა და სხვებმა.

აღსანიშნავია, რომ წიგნში, რომელმაც რუსეთის მთარგმნელობითი ინსტიტუტისრუსული მხატვრული ლიტერატურის თარგმანის მხარდაჭერის პროგრამის გრანტის პროექტშინაწარმოების შერჩევისა და თარგმანის ხარისხისთვისპრიზი მოიპოვა, ასევე შედის შემდეგი თავები - მთარგმნელისაგან“, „წერილები“, „მემუარები,კრიტიკადანარკვევები. 

წიგნის რედაქტორია ცნობილი მწერალი და მთარგმნელი სადაი ბუდაგლი.

 

 

წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:

 “Libraff”-

“Kitabevim.az”-

“Akademkitab”-

წიგნის სახლი “Akademiya”

“Baku Book Centre”-

წიგნის სახლი “Çıraq”-

“Azərkitab”-

პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი

აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური

 

Qalereya

და სხვა ...

  • თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ თბილისში გაიმართა პრეზენტაცია წიგნისა „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

    თბილისში გაიმართა პრეზენტაცია  "ჰეიდარ ალიევის წლის" ფარგლებში გამოცემული წიგნის "ჰეიდარ ალიევი და საქართველო". პარლამენტის ბიბლიოთეკის დიდ სააქტო დარბაზში გამართული ღონისძიება გახსნ საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მაყვალა გონაშვილმა; მან ისაუბრა ისტორიის რთულ პერიოდებში ჰეიდარ ალიევის გადამწყვეტ როლზე საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და მის მიერ განხორციელებული ენერგეტიკული პროექტებზე, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს  რეგიონში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ. შემდეგ სიტყვა მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, სახალხო მწერალ აფაგ ესუდს:

     

  • გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“ გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“

     

    საქართველოს ინტელიგენციისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა წიგნი - „ჰეიდარ ალიევი და საქართველო“, რომელიც ეძღვნება მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლისთავს.

     

  • რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში რუსული ლიტერატურის დაბრუნება აზერბაიჯანში

    შედგა პრეზენტაცია წიგნებისა „პატარა გმირი“ (ფ.დოსტოევსკი) და „ჩევენგური“ (ა.პლატონოვი), რომლებიც გამოიცა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და რუსეთის მთარგმნელობით ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში...