ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრსა და თურქეთის მწერალთა კავშირს შორის

ორ ქვეყანას შორის ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობების გაფართოებისა და კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ხელი მოეწერა მემორანდუმს აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმნელობით ცენტრსა და თურქეთის მწერალთა კავშირს შორის.
შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა წიგნების თარგმნა და გამოცემა, პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდები, ონლაინ კონფერენციები, პუბლიკაციების ფართო აუდიტორიისათვის მიწოდება, წამყვან მედიაში
გაშუქება და გამოცემული წიგნების სახელმწიფო და საჯარო ბიბლიოთეკებში განთავსება.
დოკუმენტს ხელს აწერენ აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე აფაგ მესუდი და თურქეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მუსა ქაზუმ არიჯანი.