ნიზამი განჯევის პოემა „ლეილი და მეჯნუნი“ უკრაინაში დაისტამბა
როგორც ვიცით, მიმდინარე წელი აზერბაიჯანში "ნიზამის წელადაა" გამოცხადებული, ამასთან დაკავშირებით, უკრაინაში დაისტამბა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის, ნიზამი განჯავის პოემა "ლეილი და მაჯნუნი". წიგნი, გამოსცა მდიდარი გამომცემლობითი გამოცდილების მქონე გამომცემლობამ „იაროსლავოვის ვალმა“. პოემა უკრაინულად თარგმნა გამოჩენილმა უკრაინელმა პოეტმა და მთარგმნელმა ლეონიდ პერვომაისკიმ. წიგნის რედაქტორი გრიგორი გუსეინოვია, წინასიტყვაობის ავტორი კი აღაგანგელ კრიმსკია.
წინასიტყაობა
ნიზამი განჯევის შემოქმედების შესწავლა
ნიზამი განჯავი (1141–1203), რომლის სრული სახელი გახლდათ შეიხ ნიზამედდინ აბუ მუჰამედ ილიასი იბნ იუსუფ იბნ ზაკი იბნ მუაიად განჯავი, აზერბაიჯანის უდიდესი რომანტიული (უფრო სწორედ რომანტიკულ-სუფიური) პოეტი, შემდეგი თაობის სპარსელი რომანტიკოსი პოეტებისათვის და ასევე თურქულ ენოვანი მწერლებისათვის მიბაძვის ამოუწურავი წყარო, მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის გენიალური წარმომადგენელია. მის შემოქმედებას დღესაც მიმართავენ მსოფლიო ლიტერატურაში. მისი ცხოვრების დეტალები და ბიოგრაფია თანამედროვეებისა თუ ისტორიკოსების, ასევე ლიტერატურის კრიტიკოსების მხრიდან არც თუ ფართოდაა გაშუქებული.
ნიზამის ბიოგრაფიის შესახებ პირველი სტატია, რომელიც მეტნაკლებად ზუსტი და ლოგიკურია, დაიწერა პოეტის გარდაცვალებიდან თითქმის სამასი წლის შემდეგ. შუა აზიიდან (სამარყანდი) (მე -15 საუკუნე) დოვლეშაჰმა ნიზამის სამგვერდიანი სტატია მიუძღვნა პოეტების ბიოგრაფიების ანთოლოგიურ კრებულში, „Tazkiratash-shu'ara“ (პოეტების მოგონებები), 1487). მიუხედავად იმისა, რომ დოვლათშაჰის აღნუშნული სტატია სრულყოფილი არ არის, სტატიაში რამდენიმე საყურადღებო პუნქტია. მაგალითად, ავტორი აღნიშნავს, რომ ნიზამი ახლოსაა შრომისმოყვარე სუფიურ საძმოსთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ დოვლათშაჰიმ აჩვენა, რომ ნიზამის და მის ღვიძლი ძმის, პოეტ კივამის, საერთო (შესაძლოა გენეალოგიური შტოდან მომდუნარე) ფსევდონიმი- მუტარიზი. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ამ ოჯახის წარმოშობის შესახებ საინტერესო გენეალოგიური დასკვნები გავაკეთოთ.
ნიზამის თანამედროვე ლიტერატურის ისტორიკოსმა, ანთოლოგმა აუფიმ, თავის ისტორიულ-ლიტერატურულ ანთოლოგიაში შეიტანა პოეტის ნაწარმოები, თუმცა მის ბიოგრაფიაზე არაფერს ამბობს. აუფიმ თავისი ნაშრომი "ლუბაბ ალ-ალბაბი" ("საუკეთესო ნიჭი") დიდი აზერბაიჯანელი პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა. თუმცა მასალები, ეჭვგარეშეა, პოეტის სიცოცხლეშივე შეგროვდა. აუფიმ გამოაქვეყნა ნიზამის სამი ლირიკული ლექსი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე ლექსი მოკლე ელეგიის ჟანრში (გოდება) დაიწერა პოეტის ვაჟის მცირე ასაკში სიკვდილის გამო. ამ გოდებაში ნათქვამია, რომ შვილმა ღირსეული ადგილი დაიკავა სამოთხის ბედნიერ, გაცისკროვნებულ ბინადართა შორის და მამამ ვერ აიტანა შვილთან განშორება და სისხლნარევი ცრემლი ღვარა.
XV საუკუნის ბოლოს პოეტი და ისტორიკოსი ჯამი ისე, რომ ნიზამი ბიოგრაფიის შესახებ საერთოდ არაფერს ამბობს, იმეორებს აუფის სიტყვებს. ნაწარმოებში, რომელსაც "გაზაფხულის ბაღში" ეწოდება, (გაზაფხული, 1487) "ბაღში 7", ანუ მე -7 თავში ჯამი კვლავ არაფერს ამბობს პოეტის ცხოვრების შესახებ და ცდილობს ამ დუმილის საბაბი ახსნას. იგი ამბობს, რომ ”ნიზამის ბრწყინვალე ნიჭი, ღირსება და სრულყოფა ახსნას და განმარტებას არ საჭიროებს. ვერავინ შეძლებს მასავით ასეთი სასიამოვნო გრძნობებისა და ამაღლებული განწყობის აღძვრას. ეს ნიჭი და უნარი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატება ”. პირადად ჩვენ ჯამის ამ სიტყვებში თავის გამართლების მეტს ვერაფერს ვხედავთ.
XIX საუკუნის მესამე მეოთხედამდე ევროპული აღმოსავლეთმცოდნეობის სფერო, ნაწილობრივ სპარსული წყაროების გამო, არ წარმოადგენდა ნიზამის პიროვნების და ცხოვრების სრულყოფილ და ზუსტ სურათს. პირველად ევროპელებმა მეტნაკლებად საინტერესო ინფორმაცია შეიხ ნიზამის შესახებ ჯოზეფ ფონ ჰამერის ნაშრომიდან მიიღეს. XII საუკუნის მწერლებისადმი მიძღვნილი ამ ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა ნიზამის შემოქმედებას. ჰამერის წიგნში ნიზამის შემოქმედების ცალკეული ეპიზოდები ნათარგმნი იქნა გერმანულ ენაზე და წარმოდგენილი იყო პროზაული ფორმით. რაც არ უნდა სუსტი (და ხშირად არაზუსტი) ყოფილიყო ჰამერის თარგმანები, ავტორმა შეძლო ნიზამის მემკვიდრეობის გაცნობა ევროპელებისთვის. მართალია, ჰამერის თარგმანებში არ აისახა ნიზამის ბრწყინვალე სიდიადე, მაგრამ გოეთემ, გერმანული პოეზიის გენიამ, ერთი წლის შემდეგ შეაქო ნიზამი თავის წიგნში „დასავლეთის აღმოსავლური დივანი“, რომელიც ემყარება ჰამერის სპარსული ლიტერატურის ისტორიაში მოყვანილ მაგალითებს. მან იგი „მაღალი სულისა და დიდი ნიჭის“ განსახიერებად დასახა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიზამის მემკვიდრეობის უფრო საფუძვლიანი შესწავლა დაიწყო მხოლოდ 1871 წელს, როდესაც ახალგაზრდა მეცნიერმა ვილჰელმ ბაჰერმა დაწერა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ნიზამის ცხოვრება და შემოქმედება", რომელიც არც თუ ისე ფართო მოცულობისაა. ნიზამის "ხამსაში" ეპიკურ ლექსების კვლევისას მოპოვებულმა ავტობიოგრაფიულმა მასალა მას დიდად დაეხმარა .
ცდილობდა რა ნიზამი განჯელის ნაწარმოებებიდან შეგროვებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის ერთ კომპოზიციაში შერწყმას და მათ ისტორიულ თარგზე მორგებას, ბაჰერმა მოახერხა შეექმნა ნაწარმოები, რომელიც სამეცნიერო და მეთოდური თვალსაზრისით კვლავ მთავარ წყაროდ ითვლება.
ერთ-ერთი პირველი, ვინც შეეცადა ნიზამის პოემა "შვიდი ლამაზმანი" გაეცნო რუსი მკითხველისათვის, ი.ე. ბერთლესი გახლდათ. ლაპარაკია ლურჯი ციხე--კოშკის მკვიდრის მეოთხე ლამაზის ამბის პროზაული თარგმანზე. როგორც ცნობილია, მოგვიანებით ი.ე. ბერთლესმა არაერთხელ მიმართა ნიზამის მემკვიდრეობას.
სხვა ნაშრომში, ავტორმა ნიზამის შესახებ ძალიან მოკლე, მაგრამ ზუსტი და მეცნიერულად უზადო გვერდნახევარი ინფორმაცია მოგვცა: ”ნიზამი გამოირჩევა მგრძნობიარე ფსიქოლოგიის ცოდნით და მისი მიმბაძველები, ნაცვლად იმისა, რომ გაითვალისწინონ ეს თვისებები, ფოკუსირდებიან მხოლოდ მისი ლექსების ტკბილხმოვანებასა და მისი სტილის სირთულეებზე”.
ნიზამის დაბადებდან რვაასასი წლისთავის წინა პერიოდში, სამეცნიერო საზოგადოებაში პოეტისადმი ინტერესი გაიზარდა. ამ შესანიშნავი მოვლენის შესახებ სამი, თუ ოთხი მნიშვნელოვანი წიგნი დაიწერა. ერთ-ერთი მათგანია კრებული "აზერბაიჯანული პოეზიის ანთოლოგია", რედაქტორები ვ.ა. ლუგოვსკო და სამად ვურგუნისია. წიგნში ნიზამისადმი მიძღვნილი სპეციალური თავია და მისი ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი მარგალიტებისსათვის სპეციალურად დაწერილი შესავალი შეიცავს საყურადღებო მოსაზრებებს დიდ პოეტზე. ნიზამის შესახებ სტატიაში ერთ-ერთი ეჭვშეუვალი აზრი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი ნაწარმოებები სპარსულ ენაზე დაწერა, ნიზამი უდავოდ არის აზერბაიჯანელი პოეტი. ასე, რომ, აზერბაიჯანული ლიტერატურის ისტორია იწყება არა იმ დროიდან, როდესაც ეს ხალხი თურქულ ენაზე წერდა, არამედ სხვა ადგილობრივი ავტორებიდან (მიუხედავად იმისა, რომ ისინი სპარსულ ენაზე წერდნენ), რომლებიც ჩვენამდე მოვიდნენ, უფრო ადრინდელი პერიოდი კი ალბანელი ავტორებიდან იწყება.
როგორც ერთ-ერთი ღირებული სამეცნიერო ნაშრომი, შეგვიძლია მივუთითოთ ი.ე. ბერთლესის ნაშრომი "აზერბაიჯანელი დიდი პოეტი ნიზამი". როგორც ამ კვლევების გაგრძელება, ავტორმა ამ თემას კიდევ სამი სტატია უძღვნა: ”ნიზამის მემკვიდრეობის შესწავლის ზოგიერთი ასპექტი”, ”წყაროები ლეილის და მაჯნუნში” და ”ნიზამი და ფირდოუსი”.
გვინდა ნათქვამს კიდევ რამდენიმე სიტყვა დავძინოთ: ჩემი აზრით დოკუმენტურ ფაქტები, რომელიც დეტალურად და ჭეშმარიტად ცხადყოფენ, რომ მუტარიზის დინასტია, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანში, ანუ პოეტის სამშობლოში განჯაში, დამკვიდრდა, თურქული წარმოშობისაა, შესაძლოა თურქმენული წარმოშობისაც იყოს, და ამან, როგორც ახალმა ბიოგრაფიული აღმოჩენამ, შეიძლება სპეციალისტთა ინტერესიც გამოიწვიოს.
შევეცადე მისი ცხოვრების და ლიტერატურული მოღვაწეობის სხვადასხვა მომენტები დამეკავშირებინა სოფიური საძმოს სოციალურ მახასიათებლებსა და შეხედულებებთან, რომელსაც პოეტი ახალგაზრდობიდანვე დაუკავშირდა. წინა თავებში, ნიზამის შესახებ ევროპელი მეცნიერების კვლევის გაცნობის შემდეგ, ყურადღება მივაქციე სელჩუკების პერიოდში მასთან დაკავშირებული ირანისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური და სულიერი ცხოვრების ზოგადი სურათის შესწავლას. იმ დროს, XII საუკუნეში, აზერბაიჯანი ფართო გაგებით სარგებლობდა სპარსულ-არაბული კულტურის მდიდარი წყაროებით და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სულიერი ხაზინის გამდიდრებაში. ნიზამი, როგორც მსოფლიო მასშტაბის გენიოსი სწორედ ასეთ გარემოში გაიზარდა. შემთხვევითი არ არის, რომ ნიზამი სიამაყის თანაბარი წყაროა როგორც თავისი სამშობლოსთვის – აზერბაიჯანისთვის, ესევე ირანისთვის, რომელიც მის შემოქმედებას მშობლიურად მიიჩნევს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.