ვიდეო რგოლი „ალბანური ეკლესიები - ჩვენი ისტორიის უძველესი ნაკვალევი“ უცხოურ მედიაში
მსოფლიოს რამოდენიმე ავტორიტეტულმა საინფორმაციო პორტალმა, მათშორის ეგვიპტის “Nile1” და“Alwasela”იმ, სირიის “Almisbah dorub”-მა, ერაყის “İraq News”-იმ, ჩინეთის “Alharir”-იმ, ისრაელის “Aziz News”-მა, ალჟირის “Dzayerinfo”-მ, მაროკოს “Banassa”-მ, პალესტინის “Al-Bayader-იმ”, ქუვეითის “Q8 Press”-მა, უზბეკეთის “Azculture.uz”-იმ და “Human”-ამ, რუსეთის “Rutube”-მ და “Azerros” -მა და უკრაინის "Kievinform" და "Islam.in.ua"-ამ დაიწყეს ტრანსლირება აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო რგოლისა, რომელსაც „ალბანური ეკლესიები - ჩვენი ისტორიის უძველესი ნაკვალევი“ ეწოდება.
დოკუმენტურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ვიდეო რგოლი მოგვითხრობს საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანში მცხოვრები ალბანელების უძველეს ისტორიაზე, აზერბაიჯანელ თურქებთან თანაარსებობასა და საერთო კულტურაზე და 1836 წლის 11 მარტით დათარიღებული რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის განკარგულებით სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ სომხების მიერ ალბანეთის სამოციქულო ეკლესიის გაყალბებაზე.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.