სალამი, ჯარისკაცო...
სალამი ჯარისკაცო...
ამ წერილს ღრმა მდუმარებიდან, თითქოს და წყლის ქვეშ სრულ სიჩუმეში მოლივლივე გარიჟრაჟის წყვდიადიდან გწერ. დარწმუნებული იყავი, რომ მას შემდეგ რაც შენ მშობლიური მიწების დასაცავად წახვედი, ყველა დილა ამგვარად გვითენდება... - ბომბების ხმით, სარაკეტო დარტყმებითა და აფეთქებებით გაზავებული მუნჯი მდუმარებით...
მას შემდეგ, რაც შენ საბრძოლველად აღსდექ, აქ ყველაფერი - ღამეები, დღეები, აზრთა მდინარება, გრძნობები და ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაც კი შეიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ღამღამობით კვლავ სიწყნარე სუფევს, სინამდვილეში არავითარი მშვიდი ძილი აღარ არსებობს. ყველა აზრი შენსკენაა მომართული და როცა შენ ციცაბო, კლდოვან ბილიკებზე სულ ზემოთ, ზემოთ მიისწრაფი და საიდანღაც ტყვიებს გიმიზნებენ, ყველა მკერდი იმ ტყვიებს ეფარება, რომ შენ დაგიცვას...
შენ ახლა სად ხარ, ჯარისკაცო?... კვალდაკვალ ჩრდილივით მოგყვებით, გესმის ჩვენი ხმა?... გრძნობ ჩვენთან ერთად როგორ მოგყვებიან ჭრიღათვალება, ლამაზი ხოჯალოელები, რომლებიც თებერვლის ცივ ღამეს თბილი ლოგინებიდან წამოყარა სომხური ვანდალიზმის შიშმა, რომლებიც სუსხიანი ღამით ფეხშიშვლები მოედვნენ ტყე-ღრეს და მაინც სომეხების მიერ უმოწყალო ტავჯვა-წამებით იქნნენ ამოჟლეტილნი?... ვიცი, ტყვიით მოყენებულ ჭრილობას ვერ გრძნობს შენი სხეული, რომელიც ჩვენთა მოწამეთა მიერ გადატანილი ტკივილების შეგრძნებით უსაზღვროდ გაკაჟებულა... შეიძლება, დაჭრილი და გადაქანცული დაეცე მაგრამ, სამფერა, წმინდა დროშა, რომელსაც გულით დაატარებ, არასოდეს დაეშვება! ვიცი, რომ მაგ დროშას ბოლო ამოსუნთქვამდე, დამპყრობელისგან განთავისუფლებული მიწის ბოლო მტკაველამდე ძირს არ დახრი, ჩემო ვაჟკაცო ჯარისკაცო!
ნათქვამია - „თუ მისთვის კვდები, მიწა სამშობლოა!“ თუმცა სამშობლო მხოლოდ მიწა, ბუნება, ტყეები და მთები როდია. სამშობლო, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანიდან იწყება, ვინც მისი გულისთვის თავს სწირავს! სამშობლო შენ ხარ, ჯარისკაცო! სწორედ შენს გამოა, რომ სამშობლოს სამშობლოდ აღვიქვამთ! გაგიმარჯოს, ჯარისკაცო! იხარე და იდღეგრძელე უდრეკო სამშობლოვ!
აფაქ მესუდი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.