ვსევოლოდ მეიერჰოლდის წიგნი პირველად აზერბაიჯანში
სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა გამოაქვეყნა გამოჩენილი რუსი თეატრის რეჟისორის ვსევოლოდ მეიერჰოლდის წიგნი "რჩეული ნაწარმოებები". ეს წიგნი დიდი საჩუქარია მათთვის ვისაც გადაწყვეტილი აქვს დაეუფლოს თეატრმცოდნეობას, სარეჟისორო და სამსახიობო ხელოვნებას..
წიგნი, რომელიც პირველად გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე, მოიცავს ავტორის სტატიებს, წერილებს, დღიურებს, გამოსვლებს და ჩანაწერებს.
წიგნი შემდეგ თავებადაა დაყოფილი: "თეატრის ისტორიისა და ტექნიკის შესახებ", "ო.მ. მეიერჰოლდამდისადმი წერილებიდან", "დღიურიდან (1907–1912)", "ქარიშხალი", "მასკარადი", "თეატრის ჩანაწერები", "ჯენტლმენი", "საშინელი მიწა", " "ტყე", "ბუბუს მასწავლებელი", "მანდატი" და "ინსპექტორი". სიღრმისეული ანალიზითაა აღწერილი თეატრის მშვენიერი სამყარო, მისი უხილავი ასპექტები, კულუარული პროცესები და სარეჟისორო ხელოვნების საიდუმლოებები.
წიგნის ორიგინალიდან თარგმანის ავტორია ზაჰიდ სარითორპაღი, რედაქტორი კი ფარჰად აბდულაევია. წიგნი გამოიცა რუსული თარგმანის ინსტიტუტის საგრანტო პროექტის ფარგლებში. უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანის ინსტიტუთთან აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრი 2019 წლიდან თანამშრომლობს.
.
ვსევოლოდ ემილოვიჩ მეიერჰოლდი
(1874–1940)
● რუსეთის ქალაქ პენზაში დაიბადა.
●გააჩნია მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, როგორც თეატრის რეჟისორს, თეორეტიკოსს, მსახიობსა და პედაგოგს;
●1907 წლიდან ოქტომბრის რევოლუციამდე ალექსანდრინსკისა და მარიინსკის საიმპერატორო თეატრების მთავარი რეჟისორი იყო. რევოლუციის შემდეგ, იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა რუსულ თეატრებთან;
● იყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ავანგარდული თეატრის რეჟისორი;
●საშემსრულებლო ხელოვნებაში გროტესკული სტილისა და სამსახიობო სისტემა "ბიომექანიკის"ფუძემდებელია, ასევე ცნობილია როგორც "თეატრის ოქტომბრის" პროგრამის ავტორი;
● გვევლინება ორმოცამდე სპექტაკლის, მათშორის ისეთი წარმოდგენებისა როგორებიცაა "დონ ხუანი" (მოლიერი), "ინსპექტორი" (ნ. გოგოლი), "ჰედა გაბლერი" (ჰ. იბსენი), "მანდატი" და (ნ. ერდმანი), "ელექტრა"(რ. შტრაუსი).
●დაპატიმრებულ იქნა რეპრესიების წლებში;
● იგი1940 წელს ციხეში დახვრიტეს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.