რუსი გენერლები სომხების შესახებ
გენერალ-მაიორი ვლადიმერ მაევსკი, რომელიც 1895-1913 წლებში რუსეთის დიპლომატი და კონსული იყო თურქეთში, პეტერბურგში გაგზავნილ თავის მოხსენებაში „ბიტლისა და ვანის პროვინციები სტატისტიკაში“ წერდა: „საჭირო იყო ევროპისათვის გვეჩვენებინა, ვითომ სომხები ოსმალეთში იტანჯებიან და ვითომ მათ მიმართ განხორციელებული იყო გენოციდი. სინამდვილეში ეს გენოციდი არ მომხდარა, ეს გახლავთ განზრახ შეთითხნული პოლიტიკური ლეგენდა. სიმართლე თუ გნებავთ, აღმოსავლეთში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის ავტორები არიან არა მუსლიმანები, არამედ სომხები, რომელთაც თავიანთ მიერ დატრიალებული ეს ვანდალიზმი მოგვიანებით თურქებს გადააბრალეს”.
გენერალ-ლეიტენანტ გრიაზნოვის მოხსენებიდან 1915 წელს ერზინჯის მხარეში სომხების მიერ განხორციელებული ხოცვა-ჟლეტის შესახებ: „მუსლიმანი სოფლელების შუბებზე წამოცმული გვამები, დაჩეხილი სხეულის ნაწილები და გამოგლეჯილი შინაგანი ორგანოები გზებზე იყო მიმოფანტული... ძირითადად ქალები და ბავშვები იყვნენ! სომხებმა ღრმა ორმოები გათხარეს და უმწეო ადამიანები ცხოველებივით დახოცეს და ორმოებში ჩაყარეს ერთმანეთის მიყოლებით.“
I მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული არმიის ქართველი გენერლის ილია ოდიშელიძის სანქტ-პეტერბურგში გაგზავნილი წერილიდან: ”11-12 მარტის ღამეს, სომეხმა ჯალათებმა ერზინჯანის მიმდებარე ტერიტორიაზე შუბებითა და ცულით ამოჟლიტეს მუსლიმანები. ამ ველურებმა ავი ზრახვების განხორციელების მიზნით თავიანთი მსხვერპლი წინასწარ გათხრილ ორმოებში ჩაყარეს. თითოეულ ორმოში 80 მუსლიმის გვამი ჩააგდეს. ჩემმა თანაშემწემ 200 ასეთი ორმო დაითვალა ”.
აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების წინააღმდეგ მიმართულ ამ დესტრუქციულ სტრატეგიასა და ტერიტორიულ პრეტენზიებს საფუძველი ჯერ კიდევ 1918 წელს ჩაეყარა ბოლშევიკური რუსეთის ფუძემდებლის, ვლადიმერ ილიჩ ლენინის მიერ. ლენინი ბაქოს გასაბჭოების, ბოლშევიკური რუსეთისათვის დამორჩილებისა და უკიდურეს შემთხვევაში საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით გენერალ ტერ-გაბრიელიანს მოძღვრავს და ბაქოში საგანგებო დავალებით აგზავნის: „ტერ-პეტროსიანს გადაეცით, რომ მან შეტევის დროს ბაქოს მთლიანად გადაბუგვისათვის ყველაფერი წინასწარ მოამზადოს...“ ტერ-გაბრიელიანსი პასუხიც არ აყოვნებს: „ყველაფერი მზადაა“.
ტერ-გაბრიელიანის მიერ ცენტრში გაგზავნილ წერილში მრავალი ფაქტია, რომელიც სინამდვილეს ასახავს: „არავითარი დაბრკოლება არ არსებობს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის. აქ სომხურ-აზერბაიჯანული ხპცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. ეს ჟლეტა სომხებმა წამოიწყეს და დღესაც გრძელდება.“
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.