აფაგ მესუდი: „მომხმარებელს წესები კი არა, საძიებელი სიტყვა აინტერესებს
სახალხო მწერალი, აზერბაიჯანის სახელმწიფო მთერგმნელობითი ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე აფაგ მესუდი აზერთაჯ-ის შეკითხვებს პასუხობს.
-ქალბატონო აფაგ, რომელმა აუცილებლობამ განაპირობა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“ ხელახლა გადახალისება და გამოცემა?
-ეს აუცილებლობა წარმოიშვა მაშინ, როცა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი, რომელიც ამ სფეროში ქვეყნის წამყვან სტრუქდურას წარმოადგენს, მასზე დაკისებულ ვალდებულებას ასრულებდა. ასე, რომ, 2015 წლიდან მოყოლებული სამთავრობო უწყებების ვებსაიტებზე, ორგანიზაციათა კორესპონდენციებზე, ენის სწავლების მიზნით გამოცემულ სახელმძღვანელოებზე, მედიაში წარმოდგენილ პუბლიკაციებსა და დუბლირებულ მასალებზე დაკვირვებამ და აგრეთვე სხვა შესაბამის სფეროებში ჩატარებულმა შემოწმებებმა გამოავლნა ენის არასწორად ხმარების დროს დაშვებული შეცდომები და მთარგმნელობით სფეროში არსებული დეფექტები, რომლებიც ფაქტობრივად ერთსა და იმავე წყაროდან იღებდა სათავეს, იმ წყაროდან, რომელმაც ფაქტობრივად უნდა მოაწესრიგოს ენობრივი ნორმები. ბუნებრივია, გაჩნდა თავად დედაწყაროს გადამოწმების საჭიროება. საქმეს რომ შვუდექით, აღმოჩნდა, რომ მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. აღმოვჩნდით მწარე სიმართლის წინაშე და მივხვდით, რომ ამ საკითხის მოგვარება ვერ მოხერხდება თვალშისაცემი ხარვეზების ან ნაკლოვანებების აღმოფხვრის გზით. მოკლედ, გავისიგრძეგანეთ, რომ თუ ასეთ სავალალო მდგომარეობაშია წყარო, რომელიც განსაზღვრავს აზერბაიჯანული ენის ლექსიკასა და მართლწერის წესებს, მაშინ ყველა მცდელობა -- დავიცვათ ჩვენი ენის სიწმინდე, მისი სათანადო გამოყენების წესები, გავატაროთ მისი გაუმჯობესებისაკენ მიმართული ფართომასშტაბიანი ზომები -- „საბოლოო ჯამში“ თავდაუზოგავ ბრძოლას უდრის. ასე და ამგვარად, დღისწესრიგში დადგა ლექსიკონის ხელახლა შედგენის საკითხი.
-რა განსხვავებაა ძველსა და ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონებს შორის?
-მათშორის უპირველესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ახალი ლექსიკონი მთლიანად პასუხობს ორთოგრაფიული ლექსიკონის ფორმატის მოთხოვნებს. ანუ ახალ ლექსიკონში აზერბაიჯანული ენის ჭეშმარიტი შესაძლებლობანი, მისი ლექსიკა და მართლწერის წესები, ისე ზედმიწევნითაა ასახული, როგორც ამას ჩვენი ენა იმსახურებს. წინამდებარე ლექსიკონი ადრინდელებისაგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ იგი გაწმენდილია ათასობით სიტყვისა და ტერმინისაგან, რომლებიც წინა ლექსიკონებში არასწორი ფორმით იყო წარმოდგენილი, ან კიდევ ორ, ზოგჯერ სამ ვარიანტში იყო მოცემული; ახალი ლექსიკონი ასევე დაიწმინდა ზედმეტი ხმის იმიტაციებისაგან, კერძოდ ისეთი ხმებისაგან, როგორებიცაა ძაღლის ყეფა, მამლის ყივილი, კატის კნავილი და სხვა; ამოღებულ იქნა ათასგვარი სუფიქსებით დამახინჯებული სიტყვები. განახლებულ ლექსიკონში დამატებით წარმოდგენილია 9000-ზე მეტი აზერბაიჯანული სიტყვა, რომლებიც წინა ლექსიკონებში არ შედის; ახალი ლექსიკონი წინამორბედებისგან კიდევ იმით განსხვავდება, რომ გამდიდრებულია ტერმინებით, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებაში ფრიად გამოყენებადი და აქტუალურია.
- ყოველთვის, როდესაც ორთოგრაფიული ლექსიკონები იბეჭდება, მრავალი საკამათო საკითხი ჩნდება. კერძოდ, ენათმეცნიერები კრიტიკულ შენიშვნებს აკეთებენ ლექსიკონში წარმოდგენილ გარკვეულ წესებსა და სიტყვებზე. გაითვალისწინა თუ არა თქვენსმა ცენტრმა ეს პრობლემები ახალ ლექსიკონზე მუშაობისას?
- სინამდვილეში, ორთოგრაფიული ლექსიკონის მომხმარებელს მართლწერის წესები კი არა, იმ სიტყვის მართლწერა აინტერესებს, რომელსაც იგი იმ მომენტში ეძებს. რაც შეეხება წესებს, არსებულ ვითარებაში, ამ დოკუმენტს თავად სჭირდება სერიოზული გადამუშავება და რედაქტირება. არ მსურს ამ თემაზე სიტყვა გამიგრძელდეს, ცენტრმაც ყველაფერი გააკეთა, როგორც იტყვიან, ძალისხმევა არ დაიშურა და შეადგინა ახალი ლექსიკონი, რათა არ მოხდეს საკითხის გაჯანჯლება და დროულად უზრუნველყოს ცალკეული მომხმარებელი და ამ საკითხით დაინტერესებილი დაწესებულებები ორთოგრაფიული ლექსიკონით და, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში ზედმიწევნით გათვალისწინებულ იქნა არსებული წესები.
-აზერბაიჯანული ენის ლექსიკოგრაფიის 90-წლიანი ისტორიის განმავლობაში ექვსი ორთოგრაფიული ლექსიკონი იქნა გამოცემული. ბოლო ლექსიკონი 110 ათასი სიტყვასაგან შედგება. ცენტრის მიერ შედგენილი "აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი" კი 65 ათას სიტყვას შეიცავს. რას უკავშირდება ეს?
- სხვადასხვა დროს მიცემულ ჩემს ინტერვიუებში არაერთხელ მისაუბრია ლექსიკის რაოდენობრივი მაჩვენებლის შესახებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მსოფლიო ენათმეცნიერების ისტორიაში, არცერთი ენის სიტყვიერი მარაგი არ განსაზღვრავს მის განსაკუთრებულობას, სიძველეს, სიმდიდრეს, ან სრულყოფილებასა და დახვეწილობას. აქ მთავარი საკითხია ენის, ლექსიკური მარაგი ზუსტად და ღირსეულად გამოხატავდეს იმ ხალხისა, თუ ერის მენტალობას, ტრადიციებს, ისტორიას და ყოფა-ცხოვრებას, მოკლედ, ენის გამოყენების არეალი და შესაძლებლობები სწორად უნდა გამოიყენებოდეს და ერთ დადგენილ ორთოგრაფიულ წესს უნდა ექვემდარებოდეს.
რაც შეეხება სტატისტიკას, რომელიც ბოლო დროს გამოცემულ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში სულ უფრო მატულობდა, ანალიზმა და კვლევამ აჩვენა, რომ სიტყვის რაოდენობის ეს ხელოვნური ზრდა წარმოადგენს დესტრუქციულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ენის და ეროვნული მენტალობის გადაგვარებას, რაც მრავალი წლის განმავლობაში ტარდებოდა ლოზუნგით "გავამდიდრეთ ჩვენი ლექსიკა". ვფიქრობ, საკითხის ეს ასპექტი ღრმად და დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია არა რომელიმე მხატვრულ წიგნზე, თუ სამეცნიერო ნაშრომზე, ან თუნდაც უცხო ენის ლექსიკონზე, არამედ ჩვენი ეროვნული ემბლემისა და სახელმწიფო დროშის თანაფარდ სახელმწიფო ატრიბუტზე, წმინდა წიგნზე, რომელიც აზერბაიჯანული ენის ძირითადი კანონია. როგორც ჩვენი დრიშისა და გერბის ღირსებას ვიცავთ, ასევე ჩვენი ენის სიწმინდისა და ღირსების დაცვა ნებისმიერი აზერბაიჯანელის წმინდათა-წმინდა ვალია. დღეს, აზერბაიჯანი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც ყველა სფეროში მჭიდრო კავშირებს ამყარებს საერთაშორისო სამყაროსთან და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული ენა, როგორც ოფიციალური და არაოფიციალური საკომუნიკაციო საშუალება, მკვიდრდება მსოფლიო სიბრტყეზე, თარგმანის მეშვეობით კავშირს ამყარებს სხვა ენებთან, მისი გამოყენებისა და შესწავლის საკითხიც სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს. როდესაც ცენტრის აზერბაიჯანული ენის კურსებზე დამსწრე უცხოელი ელჩები და დიპლომატები გვეკითხებიან, რას ნიშნავს მოძველებულ ორთოგრაფიულ ლექსიკონებში მათ მიერ მოძიებული ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „ტანჩახუტება“, „ფეხშიწვდომა“, „მუხლი-მუხლა“, „ვირულა“ და სხვა, ჩვენმა ექსპერტებმა და სპეციალისტებმა, უბრალოდ, არ იციან, რა უპასუხონ. ყოველი ერის ენა, არის რა ეროვნული და სულიერი საგანძური, ამავე დროს სახელმწიფო ატრიბუტსაც წარმოადგენს. ამჟამად ვმუშაობთ ორთოგრაფიული ლექსიკონიდან ამოღებულ ასეთი ტიპის სიტყვებზე. 50 ათასზე მეტი სიტყვაა, ვფიქრობთ იგი წიგნად დავსტამბოთ და განსახილველად გადავცეთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისიას.
-ქალბატონო აფაგ, ახალი ლექსიკონის შედგენისას თქვენმა სპეციალისტებმა რა წყაროები გამოიყენეს და რომელი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს? რაში მდგომარეობს სიახლე, რომელსაც ახალი ლექსიკონი გვთავაზობს?
-როცა ახალი ლექსიკონის შედგენა დაიწყო, პარალელურად შევუდექით ეროვნული ორთოგრაფიული ლექსიკონების გადასინჯვას, რომლებიც 1929 წლიდან მოყოლებული გამოიცემოდა სხვადასხვა დროს. რაც შეეხება სიტყვების შერჩევას, პროცესი მოიცავს "აზერბაიჯანული ენის განმარტებითი ლექსიკონის", "აზერბაიჯანული ენის ეტიმოლოგიის ლექსიკონის", "აზერბაიჯანული ენის დიალექტოლოგიური ლექსიკონის", "აზერბაიჯანული ენის ფრაზეოლოგიური ლექსიკონისა" და ჩვენს კლასიკურ ლიტერატურაში შემორჩენილი არაბული და სპარსული სიტყვების შესწავლასა და გაანალიზებას; ასევე გავითვალისწინეთ "აზერბაიჯანული ეპოსების ლექსიკოლოგია", გაანალიზდა და გამოიკვლეულ იქნა სხვა შესაბამისი წყაროები და ყველა სიტყვა, რომელთა შეტანასაც ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში არ ვაპირებდით. მოკლედ ყველა ნიუანსი დეტალურად იქნა გაანალიზებული. სიტყვამ მოიტანა და გულისტკივილით უნდა გითხრათ, რომ ამ წყაროთაგან მრავალს რიგი ნაკლოვანება ახასიათებს, სავსეა შეცდომებით და დამახინჯებული ფორმებით. იგეგმება მომავალში ამ გამოცემათა გადახალისება. რაც შეეხება სიახლეებს, გასული ხუთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით სრულყოფილი ორთოგრაფიული ლექსიკონი შეგვედგინა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიტყვები, რომლებიც წინა ორთოგრაფიულ ლექსიკონებში არასწორად და მართლწერის წესების დარღვევითაა წარმოდგენილი, შსწორებულ იქნა; ასევე ორ, ზოგჯერ სამ ვარიანტში წარმოდგენილი ტერმინები ერთი სწორი ორთოგრაფიული თანმიმდევრობით იქნა დალაგებული; ამიღებულ იქნა ათასობით არაბული, სპარსული და სხვა უცხო სიტყვა, რომელიც ამჟამად ენაში არ გამოიყენება. იმ უცხო სიტყვებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად იხმარება, დაერთო შესაბამისი განმარტებანი. ორი ათასზე მეტი ტერმინიდან, რომლებიც ამა, თუ იმ ხმას ჰბაძავენ, შემონახული იქნა მხოლოდ ის ტერმინები, რომელთაც გარკვეული მნიშვნელობა გააჩნიათ. ამავე დროს განმარტებანი დაერთო სიტყვებსა და ტერმინებს, რომლებიც ერთნაირად იწერება, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნიათ. ლექსიკონში არის სპეციალური თავები, სადაც მოცემულია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის გეოგრაფიული სახელები“ და ”მსოფლიოს გეოგრაფიული დასახელებები“ ორივე თავი გადახალისებულია იმ გეოგრაფიული სახელებით, რომლებიც წინა ლექსიკონებში არ იყო შესული. ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში ასევე შედის ”აზერბაიჯანის ეროვნული მუსიკალური სახელები” და „აზერბაიჯანული ხალიჩების დასახელებბები“ და ა.შ. და ა.შ.
-„აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ენის შესახებ“, კანონის თანახმად, ორთოგრაფიული ლექსიკონი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა გადახალისდეს და ხელახლა გამოიცეს. ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ამ თვალსაზრისით რა გეგმები გააჩნია?
-ვითვალისწინებთ რა ორთოგრაფიულ ლექსიკონზე მასობრივ მოთხოვნილებას, ვგეგმავთ ეს წიგნი ყოველწლიურად გამოცეთ. მასშემდეგ რაც ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონი გამოიცა, ცენტრში უამრავი თხოვნა და ტელეფონის ზარი შემოდის. ვფიქრობ, რომ ლექსიკონი, რომელიც თვითეულ აზერბაიჯანელსა და ყველა ორგანიზაციას სჭირდება, 50-100,000 ტირაჟით უნდა გამოიცეს. წელს ცენტრმა სულ 500 ეგზემპლარი გამოსცა, ანუ გამოსცა იმდენი, რამდენის საშუალებაც გააჩნდა. იმისათვის, რომ მასობრივი ტირაჟით გამოვცეთ, მზადდება წერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ენეის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ ილჰამ ალიევის სახელზე. გვჯერა, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც წარმატებით აგრძელებს დიდი ჰეიდარ ალიევისეული სახელმწიფო ენის პოლიტიკას, ისეთივე გულისხმიერებას გამოიჩენს ამ საკითხის მიმართ, როგორც ეს არაერთხელ გამოუჩენია სხვა საკითხებთან მიმართებაში.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.