იორდანიის ახალი ელჩი მთარგმნელობით ცენტრში
12 თებერვალს სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრს ეწვია იორდანიის ჰაშიმთა სამეფოს ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბატონი სამი აბდულაჰ ღოშეჰი. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზერბაიჯანისა და იორდანიის საერთო ლიტერატურულ პროექტებსა და აზერბაიჯანული ლიტერატურის იორდანიაში პროპაგანდის საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იორდანიის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქვეყნის წამყვან ბიბლიოთეკებში განთავსდეს აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ არაბულ ენაზე ეგვიპტეში გამოცემული ისეთი წიგნები, როგორებიცაა „აზერბაიჯანული მოთხრობა“ (ანთოლოგია), ელჩინის რომანი „თავი“, „აზერბაიჯანელი ხალხის ისტორია, ანუ ბიოგრაფია“ (ავტორი ნ. ჯაფაროვი) და „აზერბაიჯანულ-არაბული სასაუბრო“.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა ცენტრის მიერ არაბულ ენაზე გამოცემული წიგნები.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.