შედგა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მორიგი შეხვედრა
შეხვედრა აზერბაიჯანის სახელმწიფო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ აფაგ მასუდმა გახსნა, მან ისაუბრა 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და გაწეულ სამუშაოებზე, ხაზი გაუსვა ცენტრის საქმიანობის წარმატებას სახელმწიფო ენისა და თარგმანის სფეროს გაუმჯობესებაში: „როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლიდან სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი ატარებს რეგულარულ მონიტორინგს კორესპონდენციის ხარისხის, თარგმნის ტექსტებისა და ოფიციალურ ვებსაიტებზე განთავსებული მასალების ენობრივი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული მასალების გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ ამ სფეროში მდგომარეობა უკიდურესად სავალალოა, მრავალი ტექსტი და გამოქვეყნებული მასალა სამწერლო ენის ნორმებს არ შეესაბამებოდა და მთარგმნელობითი დეფექტებით იყო თვალშისაცემი, ადგილი ჰქონდა უხეშ გრამატიკულ, ლექსიკურ, სტილისტურ და შინაარსობრივ შეცდომებს, რაც დაუშვებელია სახელმწიფო ენის გამოყენების დროს. აღნიშნულ ტექსტებთან დაკავშირებით მომზადდა საექსპერტო დასკვნა და 100-ზე მეტ დაწესებულებას გაეგზავნა, რათა სამომავლოდ ეს ენობრივი წესები გაითვაალისწინონ. მიუხედავად ამისა მდგომარეობა ისევ სავალალო იყო. არსებული ვითარების დაძლევს - სახელმწიფო ენის სწორად გამოყენების აუცილებლობის და თარგმანის გაუმჯობესების მექანიზმების დამკვიდრების, აგრეთვე ენისა და მთარგმნელობითი ველის სწორად ორგანიზების უზრუნველსაყოფად სხვა ზომებს მივმართეთ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობ დადებით შედეგებსაც მივაღწიეთ. ამრიგად, პირველი ნაბიჯი იყო მთარგმნელობით საქმეში ჩართული პროფესიონალების მომზადების პროცესი, ენების და დარგების მიხედვით პროფესიონალი მთარგმნელების იდენტიფიცირება. მთელი წლის განმავლობაში დაარსდა სპეციალისტების მონაცემთა ბაზა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გათვალისწინებული მასშტაბური და ეტაპობრივი გამოცდები -”შერჩევის რაუნდი” და გაეცნენ იმ მთარგმნელებს, რომელთა სახელებიც შედის მონაცემთა ბაზაში. სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებისათვის შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იყო სრულყოფილი მართლწერის შექმნა, ასე, რომ ამ მიმართულებითაც დაუყონებლივ გადაიდგა ნაბიჯი. ამრიგად, შეცდომებითა და დარღვევებით სავსე ორთოგრაფიული ლექსიკონი ცენტრის მიერ შემუშავებულმა ახალმა, სრულყოფილმა „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიულმა ლექსიკონმა“ შეიცვალა, ხოლო გამოცემები სამთავრობო უწყებების და სხვა შესაბამისი ორგანიზაციებს დაეგზავნა. სასიხარულოა, რომ ამ მრავალწლიანმა შრომატევადმა საქმემ და დაჟინებულმა ძალისხმევამ დადებითი შედეგი გამოიღო. ამრიგად, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ანალიზმა ცადყო, რომ ამ სფეროში მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია, ხოლო სახელმწიფო ენაზე ბევრმა საიტმა, სადაც ბოლო წლებში უამრავი ენობრივი ლაფსუსი და მთარგმნელობითი დეფექტი იქნა აღმოჩენილი, თავისი ტექსტები აზერბაიჯანული ლიტერატურული ენის წესებს შეუსაბამა, თარგმანის ხარვეზები მნიშვნელოვნად შემცირდა. ამრიგად, მთლიანად, თუ არა, ნაწილობრივ მაინც შეიცვალა სიტუაცია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის ენობრივ იმიჯს ინტერნეტის მეშვეობით არასასურველ ფერებში წარმოადგენდა. იგივე სასიკეთო შემობრუნება შეინიშნება მედიაში, ვებგვერდებმა და პორტალებმა, რომლებიც წინა წლებში დიდი რაოდენობის გრამატიკული, ლექსიკური, სტილისტური შეცდომებით გამოდიოდნენ, საგრძნობლად დახვეწეს თავიანთი ენობრივი კულტურა, ასე, რომ იქაც თვალშისაცემია პროგრესი სახელმწიფო ენის გამოყენების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დამაკმაყოფილებელია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცენტრის მიერ მიღწეული წარმატებები დიდი გონებრივი შრომის შედეგია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ”
შემდეგ, მოისმინეს ინფორმაცია ცენტრის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის, ადგილობრივი და საერთაშორისო საგამომცემლო პროექტების და აზერბაიჯანული ორთოგრაფიული ლექსიკონის ახალი გამოცემის შესახებ. გამოითქვა მოსაზრებები და მოხდა აზრთა გაცვლა სამეცნიერო ლიტერატურის თარგმნისა და საგამომცემლო საქმიანობის ირგვლივ.
ბოლოს განხილულ იქნა სახელმწიფო თარგმანის ცენტრის 2020 წლის თემატური გეეგმა, ცენტრის საზღვარგარეთ არსებული წარმომადგენლობების მუშაობისა და ენისა და თარგმანის გასაუმჯობესებლად გათვალისწინებული სამომავლო ღონისძიებები.
შეკრების დასასრულს დაწესდა სპეციალური დიპლომი „მთარგმნელობით საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, რომელიც ხელს შეუწყობს მთარგმნელების საქმიანობის შეფასებასა და მათ შემდგომ წახალისებას.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში