მისამართზე იქნა წარდგენილი თეატრალური ხელოვნების თემაზე დაწერილი წიგნები
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა თეატრალური ხელოვნების შესწავლის საქმეში ხელის შეწყობის მიზნით გამოცემული წიგნები - (მიხაილ ჩეხოვი), "თეატრი" (ს. მოემი), "მსოფლიო დრამის ანთოლოგია", არტურ მილერისა და ბერტოლდ ბრეხტის "რჩეული ნაწარმოებები" - კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტ-მასწავლებელთა პერსონალს წარუდგინა.
ღონისძიების გახსნისას უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ჯეირან მაჰმუდოვამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მთარგმნელებით ცენტრს, კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტისადმი გაწეული დახმარებისთვის, რაც გამოიხატება აზერბაიჯანული ენაზე ზემოთაღნიშნული წიგნების თარგმნასა და გამოცემაში. შემდეგ სიტყვით დამოვიდნენ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, ფილოსოფიის დოქტორი ვილაიათ ჰაჯიევი, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, მწერალი ეთიმად ბაშქეჩიდი, ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი იაშარ ალიევი, მწერალი ილგარ რასული და Epilog.az საიტის მთავარი რედაქტორი გან თურალი. მათ მაღალი შეფასება მისცეს გაწეულ სამუშაოს და ხაზი გაუსვეს ამ უმნიშვნელოვანესი წიგნების თანმიმდევრული დასტამბვის მნიშვნელობას, რომლებსაც განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ მსახიობის, რეჟისორის და სასცენო კულტურის სწავლების პროცესში. კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორმა ისრაფილ ისრაფილოვმა თქვა, რომ გაოცებულია სახელმწიფო თარგმანის ცენტრის მიერ ჩატარებული სამუშაოთი, არსებობის ხუთი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ, მართლაც, გრანდიოზული საქმე გააკეთა. ამავე უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის კათედრის გამგემ, პროფესორმა, თეატროლოგმა აიდინ თალიბაზადემ ისაუბრა თეატრისა და თეატრალური კვლევების ცენტრის მიერ შექმნილი პუბლიკაციების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესისათვის მათ მნიშვნელობაზე. უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ასოცირებულმა პროფესორმა აიაზ სალაევი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი თარგმანის სახელმწიფო ცენტრს, მისი საქმიანობის მაშტაბურობისა და მნიშვნელობის გამო განიხილავს, როგორც აზროვნების ცენტრს.
ღონისძიების დასასრულს აღნიშნული წიგნები გადაეცა კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.