მოსკოვში დაისტამბა წოგნი, რომელიც ჩვენი ისტორიის სახანოების პერიოდს იკვლევს
მოსკოვში დაისტამბა გამოჩენილი აზერბაიჯანელი მეცნიერის, აკადემიკოს რამიზ მეჰდიევის წიგნი “ჩვენი ისტორიის სახანოების პერიოდის პოლიტიკური მემკვიდრეობა დოკუმენტების ფონზე” (აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრი).
წიგნში ასახულია აზერბაიჯანის ძველი სახანოების დღემდე ბნელით მოცული ზოგიერთი ასპექტი, რომელიც მეცნიერთა შორის სერიოზულ აზრთასხვაობასაც კი იწვევდა. ეს არის აზერბაიჯანის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და მგრძნობიარე ეტაპი. და იგი ისტორიოგრაფიაში ჯერაც გამოუკვლეველი და შეუსწავლელი იყო. მოვლენებს ნათელი ეფინება ისტორიული პიროვნენების, მეცნიერული ფაქტებისა და საარქივო მასალების ფონზე.
წიგნი აზერბაიჯანულიდან რუსულად თარგმნა ფუსთა ახუნდოვამ. ტექსტზე დართული კომენტარებისა და შენიშვნების ავტორია ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკურ მეცნიერებაში ელდარ ამიროვი; სპარსულიდან საარქივო დოკუმენტების თარგმანი აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს შაჰინ იაჰაევს ეკითვნის. რედაქტორები - ნადია გაფაროვა და ფარრუხ რზაევია.
აღნიშნული წიგნი არის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო წყარო ისტორიკოსებისა და მკვლევართათვის, აგრეთვე აზერბაიჯანის უძველესი ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.