თარგნმანის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც „ნასიმის პოეზიას“ მიეძღვნა
აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრში მოეწყო მრგვალი მაგიდა, რომელიც დიდი აზერბაიჯანელი პოეტისა და მოაზროვნის იმადედდინ ნასიმის დაბადებიდან 650 წლისთავს მიძღვნა.
ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბადირხან აჰმედლი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ღუსთამ ქამალი, მთარგმნელი ვილაიეთ ჰაციევი, იაშარ ალიევი, მაჰირ გარაევი, ნარიმან აბდურაჰმანლი, ეთიმად ბაშქეჩიდი, სალამ სარვანი, ფუსთა ახუნდოვა და თარგმანის ცენტრის სხვა თანამშრომლები, აღინიშნა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ დიდი აზერბაიჯანელი პოეტის დაბადებიდან 650 წლისთავთან დაკავშირებით 2019 წლის ნასიმის წლად გამოცხადება, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
მრგვალ მაგიდას მოდერატორობას უწევდა ეთიმად ბაშქეჩიდი. ღონისძიების მინაწილეებმა ნასიმის პიროვნებასა და მისი შემოქმედების რიგ ასპექტებსა და ნასიმილოგიის ძირითად პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
ნასიმის შემოქმედება და კოსმიური ცნობიერებით განმსჭვალული მისი ფილოსოფიური მსოფხედველობა ახლოა აღმოსავლეთში, ერაყში, მცირე აზიაში, სურიასა და შუა აზიაში პოეტის სიცოცხლეშივე კარგად იყო ცნობილი. ღონისძიებაზე ითქვა, რომ დროა, დაისახოს გზები, რათა მისი უნიკალური შემოქმედება მთელ მსოფლიოს გავაცნოთ.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.