ცნობილი ქართველი პოეტის ბაღათერ არაბულის წიგნის წარდგინება აზერბაიჯანში
3 მაისს მ.ფ. ახუნდოვის სახეელობის აზერბაიჯანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ცნობილი ქართველი პოეტის, საქართველლოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის ბაღათერ არაბულის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი პოეტური კრებულის „დღის სიზმრების“ წარდგინება შედგა.
პრეზენტაცია აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ქალბატონმა აფაგ მესუდმა გახსნა. იგი მიესალმა სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს. შემდეგ მან ისაუბრა ქართულ აზერბაიჯანული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების ისტორიაზე და „თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიასა“ და „ქართული მოთხრობების“ წიგნზე, რომლებიც აღნიშნულმა ცენტრმა გამოსცა.
აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის დეპუტატმა ნიზამი ჯაფაროვმა ილაპარაკა რა ქართული პოეზიის ამ ნიმუშის შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს წიგნი თავისი ენობრივი ქსოვილითა და ქართული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი სიბრტყით ახალი მოვლენაა აზერბაიჯანულად თარგმნილ ლიტერატურაში. რისთვისაც მადლობა მოახსენა სახელმწიფო თარგმანის ცენტრს, რომელმაც ეს დიდი საქმე განახორციელა.
აზერბაიჯანის ეროვნული მეჯლისის სხვა დებუტატმა, მწერალმა აგილ აბბასმა მაღალი შეფასება მისაცა პოეტის სტილს და თარგმანს. შემდეგ კი დასძინა, რომ სასურველია, ქართული ლიტერატურის ახალი თაობაც ასევე ითარგმნოს აზერბაიჯანულ ენაზე.
სიტყვაში გამოსულმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ ხასგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები ჩვენი სახელმწიფოებისათვისაც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ქვეყნის მეთაურების ყურადღების ცენტრშია. დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ლიტერატურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრული დამოკიდებულება და ამ მიმართულებით უახლოეს ხანებში დაგეგმილია ორმხრივი კულტურის დღეების ჩატარება. ზ.პატარაძემ მადლობა მოახსენა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრს იმისათვის, რომ დასტამბა ქართული ლიტერატურის ასეთი ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანელ მკითხველს, კერძოდ ახალ თაობას გააცნოს თანამედროვე ქართული ლიტერატურა.
ზურაბ პატარაძე: „მთავარი ამოცანაა მომავალ თაობებს გადავცეთ ლიტერატურისადმი სიყვარული და კიდევ უფრო გავაღვივოთ სიყვარული, რომელიც ამ დარგისადმი გაგვაჩნია. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთმანეთის უსიტყვოდაც ესმით“.
ევრაზიის მწერალთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა იაგუბ ომაროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი იქნება ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშებიც ითარგმნოს და ამ საქმემ სისტემატური ხასიათი მიიღოს. აზერაბიჯანში თურქეთის საელჩოს კულტურისა და პროპაგანდის სფეროში მრჩეველმა ირფან ჩიფთჩიმ თქვა, რომ ძლიერ უყვარს ქართული ლიტარატურა და აზერბაიჯამულად თარგმნილი ეს წიგნიც, ფაქტიურად, 300 მილიონიანი თურქულენოვანი მკითხველის წინაშე წარსდგა. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრი და მისი ჟურნალი „ხაზარი“ თანამედროვე აზერბაიჯანული კულტურის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს. მრჩეველმა ცენტრს ამ დიდებულ საქმეში წარმატებები უსურვა.
წიგნის რედაქტორმა პროფესორმა რუსტამ ქემალმა აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს დიდი კულტურა გააჩნია, ქართველი პოეტი კი ყოველთვის შინაგანად თავისუფალია და ქართული პოეზია პოეტური სიახლეების ათვისებაშიც მოწინავეთაგანია. მან ასევე დასძინა, რომ ქართული პოეზია ძლიერ უყვარს და ეს სიყვარული ბაღათერ არაბულის წიგნმა კიდევ უფრო განუმტკიცა.
აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნიზამის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგემ პროფესორმა ბახთიარ ახმედოვმა ისაუბრა რა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეცნიერულ-ლიტერატურულ ურთიერთობებზე, ყურადღება ერთ საგულისხმო ფაქტორზე გაამახვილა. კერძოდ იმაზე, რომ ბაღათერ არაბულის პოეტური სტილი რაღაცით ჰგავს ვაგიფ სამედოღლიუს პოეტურ სტილს, იგი მეტაფორებს მოხერხებულად ხმარობს და ქართული ეთნოგრაფიის შთამბეჭდავ მოზაიკას ქმნის. ამ თვალსაზრისით იგი ერთობ ორიგინალური პოეტია.
ცნობილმა აზერბაიჯანელმა პოეტებმა ზაქირ ფახრიმ, ნიგარ ჰასანზადემ, მწერალმა ეთიმად ბაშქეჩიდმა და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს რა აღნიშნული წიგნის ღირსებებზე, აღნიშნეს რონ ახლანდელ ეპოქაში ინტენსიურ ლიტერატურულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
ეროვნული ბიბილიოთეკის დირექტორმა ქარიმ თაჰიროვმა ხაზგასმით აღნიშნა ის უმნიშვნელოვანესი ლიტერარატურული პროექტები, რომლებიც ამ ბოლო ხანებში აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა განახორციელა. დასძინა, რომ მიზანშეწონილია, მზგავსი ღონისძიებები სწორედ მეცნიერების ტაძარში იმართებოდეს. პროფესორმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს წიგნი აზერბაიჯანში ქართული ლიტერატურის პროპაგანდის საქმეში უდიდეს როლს შეასრულებს.
ბოლოს სიტყვა გადაეცა თავად ბაღათერ არაბულს. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ის საოცარი შთაბეჭდილება, რაც აზერბაიჯანში სტუმრობით მიიღო და დასძინა, რომ სწორედ ამ დონის ლიტერატურულ ურთიერთობებს შეუძლია გადაარჩინოს კაცობრიობა. პოეტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრს იმისათვის, რომ ასეთ ბრწყინვალე პროექტებს ახორციელებს.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.