საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრში
საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აზერბაიჯანში ბატონი ზურაბ პატარიძე და კულტურის საკითხებში ათეშე გიორგი ბუაჩიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო თარგმანის ცენტრს ეწვივნენ. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების სფეროში განხორციელებულ პროექტებს. ასევე განხილულ იქნა საგამომცემლო პორექტები, რომლებიც ქართული ლიტერატურის აზერბაიჯანელი მკითხველისათვის და შესაბამისად აზერბაიჯანული ლიტერატურის ქართველი მკითხველისათვის გაცნობას ითვალისწინებს. აგრეთვე საუბარი შეეხო ცენტრის მიერ საქართველოში დასტამბულ „აზერბაიჯანული პროზის ანთოლოგიასა“ და თანამედროვე „ქართული მოთხრობის“ კრებულს, რომელიც ასევე აღნიშნულმა ცენტრმა ბაქოში გამოსცა და უსასყიდლოდ დაურიგა ბიბლიოთეკებს. მოგვიანებით კი დასტამბა ილია ჭავჭავაძის პრემიის ლაურეატის ბაღათერ არაბულის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი ლექსების კრებული.
ზურაბ პატარიძე: მისასალმებელია თქვენი ცენტრის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ქართულ-აზერბაიჯანული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ. ჩვენი ქვეყნები ისტორიული მეზობლები არიან და მათშორის კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავების საქმე ჩვენი სახელმწიფოების მეთაურებისთვისაც პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მოგეხსემებათ ახლახანს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველ ვიცე პრეზიდენტთან ქალბატონ მეჰრიბან ალიევასთან შეხვედრის დროსაც ამ საკითხის ირგვლივ ვრცელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა და მიღებულ იქნა რიგი გადაწყვეტილებებისა, რომლებიც სწორედ კულტურული ურთიერთობების გაღმავებისკენაა მიმართული. ჩვენც მზად ვართ ამ სფეროში მჭიდროდ ვითანამშრომლოთ თქვენს ცენტრთან. ხალხებისა და ერების შესახებ სრულ წარმოდგენას გვიქმნის არა მათი მუსიკა და სამზარეულო, არამედ მათი ლიტერატურა და სულიერი საგანძური. ამ თვალსაზრისით თქვენი საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია.“
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა „ქართული მოთხრობების“ კრებული, რომელიც თარგმანის სახელმწიფო ცენტრმა დასტამბა.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.