აზერბაიჯანელი, რომელმაც ძმებ ნობელებს გამჭრიახობით გადააჭარბა
შამსი ასადულლაევმა, რომელმაც ნავთობის სფეროში მუშაობა როგორც მზიდავმა დაიწყო, შემდგომში არაერთი პროექტი განახორციელა წარმატებით. აზერბაიჯანისა და რუსეთის ნავთობ მადნეულის მფლობელთა შორის მან პირველმა ჩამოაყალიბა ტანკერებით აღჭურვილი სანავთობო ფლოტი, რის შემდეგაც ნავთობის გადაზიდვა მხოლოდ ტანკერების მეშვეობით ხორციელდებოდა. ასადულლაევმა ნავთობსადენიც ერთ-ერთმა პირველმა გაიყვანა, ამიტომაც მისი სახელი ძმები ნობელების სახელის გვერდით მოიხსენიებოდა. შემდეგში კი ასადულლაევს ნობელების დაუძინებელ კონკურენტსაც კი უწოდებდნენ. როგორც კი რუსეთში, თურქისტანში, ირანსა და ფინლანდიაში ნობელები თავიანთ კანტორას ხსნიდნენ, ერთი თვალის დახამხამებაში მათ გვერდით ასადულაევის კანტორაც იხსნებოდა. იმის გამო, რომ ასადულლაევი ნავთს უფრო იაფად ყიდდა, მუშტარს ადვილად იზიდავდა. ასე და ამგვარად, ასადულლაევი აზერბაიჯანის ყველაზე მდიდარ ადამიანად იქცა. მან, როგორც მეცენატმა დიდი თანხა გაიღო აზერბაიჯანის რეალნი სკოლის (ახლანდელი ეკონომიკის უნივერსიტეტის) კორპუსის მშენებლობისათვის. ასადულლაევმა, რომელსაც განათლებაც კი არ გააჩნდა, თბილისში მასწავლებელთა ინსტიტუტის დაფინანსება თავის თავზე აიღო და თავისი სახელობის სტიპენდიაც კი დააწესა. ასადულლაევმა ასევე შესძლო გაეზარდათ კვოტა, რომელიც მუსლიმანი სტუდენტებისთვის იყო გათვალისწინებული. მან თავისი პირადი ქონების ხარჯზე კალუგაში ეკლესია შეაკეთა, მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მდიდრული სასახლე საჩუქრად გადასცა მუსლიმანურ საზოგადოებას. სადაც შემდგომში მუსლიმი ბავშვებისათვის სკოლაც კი გაიხსნა.
აზერბაიჯანელ მეცენატს ასტრახანშიც კარგად იცნობდნენ. მკვლევარი ელდარ იდრისოვი ამბობს, რომ დაბაში, რომელსაც შემდგომში ასადულლაევის სახელი ეწოდა, განლაგებული იყო, საზოგადოება „კავკასია და მერკურის“ ნავთობ ბაზა, სადაც ასტრახანში გაგზავნილი ბაქოს ნავთობი გადაჰქონდათ. დაბა ასადულლაევო მანსურის კუნძულზე მდებარეობს. 1918 წლამდე ეს კუნძული ასტრახანის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ბიზნესმენთა მფლობელობაში იყო გადაცემული. ახლანდელი დაბის ტერიტორიაზე საზოგადოება „მაზუთის“ ოფისი და მასთან არსებული მაზუთის ქარხანაა განლაგებული. აქვე გაშენებულია ნავთობსაცავები და ხიდები, რომლებიც გემებისთვისაა გათვალისწინებული.
იმის გამო, რომ მაშინ ასტრახანიდან აქ მუშახელის ჩამოყვანა ეკონომიურად გამართლებული არ იყო, ნავთობის საზოგადოებამ კუნძულზე საცხოვრებელი სახლების აშენება გატაწყვიტა. სახლები, რომლებიც მუშათა ოჯავებისთვის იყო გათვალისწინებული, კაზარმულ სტილშია აშენებული. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ყველა გემი და რეზერღუარები სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა, რის შედეგადაც დაბა ასადულლაევოს სახელი რუკაზე ოფიციალურად დაკანონდა. აღნიშნული ტერიტირია 1985 წლამდე სწრაფად ვითარდებოდა. გარდაქმნის შემდეგ კი აქ ნავთობბაზა გაუქმდა, რამაც ეკონომიკური ზრდის დაცემა გამოიწვია. მიუხედავად ყველაფრისა, ასადულლაევი დღესაც უკვდავყოფილია თავისი სახელობის დაბაში.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში