ჯაფარ ჯაბბარლი და აზერბაიჯანული მთარგმნელობითი სკოლა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განკარგულების შესაბამისად ფართოდ აღინიშნება გამოჩენილი მოაზროვნისა და დრამატურგის ჯაფარ ჯაბბარლის დაბადებიდან 120 წლისთავი.
საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა „ჯაფარ ჯაბბარლი და აზერბაიჯანული მთარგმნელობითი სკოლა” , სადაც საუბარი შეეხო აზერბაიჯანული თარგმანის ხელოვნების ისტორიას, ამ სფეროში აღორძინების ხანასა და აღორძინების პერიოდში ჯაფარ ჯაბბარლის განსაკუთრებულ როლს. მრგვალი მაგიდის წამყვანმა მწერალმა და მთარგმნელმა ეთიმად ბაშქეჩიდმა აღნიშნა, რომ ჯაფარ ჯაბბარლიმ არამხოლოდ როგორც დიდმა მწერალმა და დრამატურგმა, არამედ როგორც მთარგმნელმაც პოპულარობა მოიპოვა. „სწორედ ჯაფარ ჯაბბარლი გახლავთ ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აზერბაიჯანულ მთარგმნელობით ხელოვნებას. იგი მოღვაწეობდა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ჩამოყალიბებული აზერბაიჯანული მხატვრული თარგმანის პრინციპები და მეთოდები. მისი თარგმანები და ამ სფეროში გაწეული წვლილი დღესაც გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით. როგორც მისი ბიოგრაფიიდანაც ირკვევა, ჯაფარ ჯაბბარლი თავისი ნაყოფიერი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში დროგამოშვებით პროფესიოლი მთარგმნელის რანგშიც მოღვაწეობდა. მას გაზეთ „კომუნისტშიც“ სწორედ მთარგმნელის თანამდებობა ეკავა.
დღესაც აქტუალურა რიგი პრობლემებისა, რომლებსაც ჯაფარ ჯაბბარლი 1926 წელს გამოქვეყნებულ საყოველთაოდ ცნობილ სტატიაში ეხება. ამ სტატიაში, რომელსაც ეწოდება „ყურადღება უნდა მიექცეს მთარგმნელობით საკითხებს“, წამოჭრილი პრობლემები გახლავთ რიგ გამომცემლობებში თარგმნილი ლიტერატურისადმი გულგრილი დამიკიდებულება, მხატვრული თარგმანის დროს ენის რიგი მოთხოვნების უგულეველყოფა, თარგმანის გაუმართავი, ბუნდოვანი ენა და ამ სფეროსადმი მთარგმნელების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან თითქმის ასი წელი გავიდა, სამწუხაროდ იქ წამოჭრილ პრობლემებს დღევანდელ რეალობაშიც ხშირად ვაწყდებით.
შემდეგ პროფესორმა ბადირხან აჰმედლიმ ისაუბრა გარემოებებზე, რომლეთა გამოც ჯაფარ ჯაბბარლიმ მთარგმნელობით სფეროს მიმართა: „ჯ.ჯაბბარლი კარგ დრამატულ ნაწარმოებებსა და მოთხრობებს წერდა. მაშ რამ განაპირობა მისი მოღვაწეობა მთარგმნელობით სფეროში? მას შემდეგ რაც 1920 წელს აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ყველა ჟურნალ-გაზეთში სუფევდაგანწყობა, რომელიც ეხმიანებოდა ცნობილ მოწოდებას -- „პროლეტარები, ყველა ქვეყნისა შეერთდით!“ . ჯაფარ ჯაბბარლი გახლდათ მუსავატელი და რესპუბლიკის სტენოგრაფთაგანი. სწორედ ამის გამო გარდაუვალი იყო ჯაფარ ჯაბბარლის მთარგმნელობით სფეროში მოსვლა. 20-იან წლებში ოჯახს მხოლოდ მთარგმნელობითი მოღვაწეობიდან მიღებული მწირი შემოსავლით არჩენდა. კარგად ფლობდა რუსულ ენას, მისი დრამატურგიული საქმიანობაც სწორედ იმან განაპირობა, რომ მსოფლიიო დრამატურგიას კარგად იცნობდა. თითქმის შექსპირის დონეზეა მის სასცენო ნაწარმოებებში წარმოდგენილი მონოლოგები და დიალოგები. თარგმანის დროს კი მაქსიმალურად ცდილობდა არ გამოიყენოს არაბული და სპარსული სიტყვები და მხოლოდ თურქული სიტყვებით შემოიფარგლოს.
შემდეგ სიტყვა მიეცა მთარგმნელ ვილაიეთ ჰაჯიევს, რომელმაც განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ჯაფარ ჯაბბარლის დამოკიდებულება თარგმნილი ტექსტისადმი: “მისთვის მხატვრული თარგმანი მხოლოდ აზრის გადმოცემას როდი ნიშნავდა, ეს იყო ამავე დროს მხატვრული შემოქმედების ურთულესი პროცესი. ამ თვალსაზრისით იგი თარგმანს იყენებდა როგორც საშუალებას, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ძალები უნდა გამოევლინა.
ჩემი აზრით, აზერბაიჯანულ პროზაში ლირიკულ-ფსიქოლოქიური განწყობაც სწორედ ჯაფარ ჯაბბარლიმ შემოიტანა. ამ თვისებებმა მის მთარგმნელობით საქმიანობაზეც თავისი გავლენა იქონია. იგი თარგმანის პროცესში უცილოდ ითვალისწინებდა ჟანრის მოთხოვნებს, სიტყვებს ისე არჩევდა, რომ ავტორისეული დინამიკა არ დაკარგულიყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯ.ჯაბბარლი თარგმანს უაღრესად შემოქმედეითად უდგებოდა.“
შემდეგ კი მრგვალი მაგიდა იაშარ ალიევის, მაჰირ ნ. გარაევის, ზაჰიდ სარითორფაღის, ელისამიდ ქურისა და იმირ მამედლის გამოსვლებით გაგრძელდა.
ბოლოს სიტყვა გადაეცა ჯაფარ ჯაბბარლის შვილიშვილს თარგმანის ცენტრის თანამშრომელს ბაჰლულ სეიფადდინოღლუს, რომელმაც ისაუბრა ჯაფარ ჯაბბარლის პირად ცხოვრებაზე და მადლობა გადაუხადა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ასეთ მნიშვნელოვანი ღონისძიების მოწყობისათვის .
სევინჯ ფადაი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.