„ტკივილის“ პრეზენტაცია
ჩატარდა პრეზენტაცია წიგნისა „ტკივილი“, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე პრეზიდენტის ლეილა ალიევას ინიციატივით მიმდინარე კომპანის „სამართალი ხოჯალოს“ ფარგლებში გამოსცა. (წიგნის ავტორებია არიე და ემირ გუთები). ღონისძიებაზე, რომელიც 2019 წლის 26 თებერვალს ბაქოს კონგრეს ცენტრში შედგა, სიტყვით გამოვიდნენ წიგნის ავტორი არიე გუთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდული ფონდის აღმასრულებელი დირექტოდი ფერიდ ჯაფაროვი, პოეტესა ნიგარ ჰასანზადე და ხოჯალოს გენოციდის უშუალო მოწმეები ესედ ფარაჯოვი და ვალეჰ ჰუსეინოვი. გამომსვლელებმა, რომლებიც ხოჯალოს საშინელი ტრაგედიის შესახებ საუბრობდნენ, ყარაბახში განხორციელებული ეს ვანდალიზმი შეაფასეს როგორც კაცობრიობის ისტორიის ყველაზე შემაძრწუნებელი დანაშაული. და ამავე დროს დასძინეს, რომ ეს უკურნებელი ჭრილობა აზერბაიჯანელი ხალხის ხსოვნიდან არასოდეს წაიშლება. ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ რომანი, რომელიც დოკუმენტურ საარქივო მასალებზე დეყრდმობითაა დაწერილი და ხოჯალოს გენოციდის დეტალებს წარმოაჩენს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომხური ვანდალიზმის მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის გაცნობის თვალსაზრისით.
ღონისძიების ბოლოს ნაჩვენები იქნა ფილმი, რომელიც ხოჯალოს ტრაგედიას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ წიგნი, რომელიც ხოჯალოს გენოციდს ასახავს, აქამდე რუსულ და ინგლისურ ენებზეც იყო გამოცემული.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.