მეკსიკის ოფიციალური წარმომადგენელი სახელმწიფო თარგმანის ცენტრში
მიმდინარე წლის 19 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგნამის ცენტრს ეწვია მექსიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ხუან როდრიგო ლაბარდინი. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო აზერბაიჯანისა და მექსიკის ლიტერატურული ურთიერთობების პერსპექტიულ პროექტებს, აგრეთვე ცენტრის მიერ აზერბაიჯანულ ენაზე მგამოცემული მექსიკური ლიტერატურის ნიმუშებსა და აზერბაიჯანული ლიტერატურის ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაცნობისა და გავრცელების საკითხებს. ასევე ითქვა, რომ ცენტრმა 2014 წელს დასტამბა ცნობილი მექსიკელი მწერლის ხუან რულფონის რომანი „პედრო პარამო“. იმის გამო, რომ რომანმა მკითხველთა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ამჟამად მიმდინარეობს მზადება რომანის ხელახლა გამოცემისათვის. გამოცემის პროცესშია ცნობილი მექსიკელი პროზაიკოსის კარლოს ფუენტესის წიგნი, რომელშიც ავტორის რომანები „აურა“ და „არტემიო კრუსის სიკვდილი“ შედის. აღინიშნა, რომ ეს ორი რომანი ითარგმნა რა აზერბაიჯანულ ენაზე, წიგნად გამოცემის მზადების პროცესში დაიბეჭდა ჟურნალ „ხაზარში“.
შეხვედრის ბოლოს სტუმარს საჩუქრად გადაეცა წიგნი სახელწოდებით “Through Their Eyes: Witnesses to Khojaly Massacre” („ხოჯალოს გენოციდის მოწმეები ლაპარაკობენ“), რომელიც სახელმწიფო თარგმანის ცენტრმა ხოჯალოს გენოციდის 27 წლისთავთან დაკავშირებით ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოსცა.
აფაგ მასუდი: „ეს წიგნი მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშინელ დანაშაულზე -- ასობით უდანაშოულო ადამიანის, მშვიდობიანი მოსახლეობის -- ქალებისა და მოხუცების, უმწეო ბავშვების და ყმაწვილების სავალალო ბედისა და ტრაგიკული აღსასრულის შესახებ. ეს გახლავთ არამარტო აზერბაიჯანელებისადმი, არამედ მთელი კაცობრიობის მიმართ გამხორციელებული, მიუტევებელი ვანდალიზმი და ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებრიობა გულგრილი არ უნდა დარჩეს მის მიმართ და მან ხმა უნდა აღიმაღლოს ამ გენოციდის წინააღმდეგ.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.