გამოიცა წიგნი „დიდი სიტყვის ნათელში“

აზერბაიჯანის სახალხო მწერლის, ცნობილი რომანის დიდოსტატის ალი ვალიევის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა წიგნი „დიდი სიტყვის ნათელში“, რომელიც ასახავს მოგონებებს დიდი ლიტერატორის შესახებ.
წიგნი, რომელიც საერთოეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის მიერ მწრელის დიდი შემოქმედებისა და რთული ცხოვრებისეული გზის შესახებ წარმოთქმული სიტყვით იწყება, მოიცავს ლიტერატურისა და ხელოვნების ისეთი მოღვაწეების მოგონებებს, როგორებიც არიან სულეიმან რაჰიმოვი, რასულ რზა, მირზა იბრაჰიმოვი, მირვარიდ დილბაზი, ილიას ეფენდიევი, ისმაილ შიხლი, ჰუსეინ აბასზადე, სულეიმან ელესკეროვი, ბახთიარ ვაჰაბზადე, მამედ არაზი, ელჩინ ეფენდიევი, საბირ რუსთამხანლი და აგილ აბასი. თითეული მათგანი დიდი სიყვარულით საუბრობს ალი ვალიევის უმწიკვლო ბუნების, ვაჟკაცობის, პიროვნული ღირსებების, მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის, მაღალმხატვრული შემოქმედებისა და იმის შესახებ, თუ როგორ ოსტატურად აღწერს მწერალი თავის რომანებსა და მოთხრობებში ყარაბაღის თვალწარმტაც ბუნებას და ხალხის ყოფა-ცხოვრებას.
წიგნის შეადგინა – იაშარ ალიევმა, რედაქტორი – ბაჰლულ აბასოვია.
წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის საქმეთა სამმართველოს წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
ფერჰად მეჰდის ლექსები თურქეთის პორტალში
თურქეთის პოპულარულმა პორტალმა “Detayhaberler.com”-მა სახელმწიფო მთარგმნელლობითი ცენტრის - „უახლესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ - პროექტის ფარგლებში გამოაქვეყნა ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტის ფერჰად მეჰდის ლექსები - „როგორც შენ გინდა“ და „ცხოვრება“.
-
აგშინ იენისეის „ყველაზე კარგი ქალი“ ბულგარეთის ელექტრონულ ლიტერატურულ ჟურნალში
ბულგარეთის პოპულარულმა ელექტრონულმა ლიტერატურულმა ჟურნალმა “Literaturen sviat”-მა სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“
-
მირმეჰდი აღაოღლის მოთხრობა რუსეთის ლიტერატურულ პორტალში
რუსეთის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Proza.ru”-მ სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის „უახსესი აზერბაიჯანული ლიტერატურა“ პროექტის ფარგლებში გამოქვეყნა ნიჭიერი მწერლის მირმეჰდი აღაოღლის რუსულად