გამოიცა მარკესის „რჩეული ნაწარმოებების“ ორტომეული
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწქინებს „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული კოლუმბიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის გაბრიელ გარსია მარკესის „რჩეული ნაწარმოებების“ ორტომეული.
აღნიშნული გამოცემის I ტომში, რომელიც დაყოფილია შემდეგ თავებად - „მოთხრობები“, „რომანები“, და „საუბრები“ - თავმოყრილია მწერლის ისეთი ნაწარმოებები, როგორებიცაა „ქვეყნიერების ყველაზე ლამაზი მიცვალებული“, „იზაბელი მაკონდაში წვიმას უმზერს“, „მონტეილის ქვრივი“, „მესამე თაყვანისცემა“, „ყალბი ოქროს მონეტები“, „პოლკოვნიკის სახელზე ბარათი არაა“, „თავგადასავალი კაცისა, რომელიც გემიდან ზღვაში გადავარდა“ და „ვიხსენებ ჩემს გაბუტულ ლამაზმანებს“. მწერლის საყოველთაოდ ცნობილი მოთხრობების გარდა პირველ ტომში ასევე შედის მისი საუბრები და ინტერვიუები, რომლებიც ლიტერატურის, ხელოვნებისა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს ეხება.
მეორე ტომში კი წარმოდგენილია რომანები „პატიარქის შემოდგომა“ და „მოსალოდნელი მკვლელობის ისტორია“. ამ რომანებთან ერთად მკითხველი ასევე გაეცნობა წინასიტყვაობას სათაურით „მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მწერალი, რომელმაც ლათინური ამერიკის მარტოობა გამოიარა“ და ვენესუელელი მწერლის მიგელ ორეტა სილვასა და გაბრიელ გარსია მარკესის საუბარს, რომელიც „პატრიარქის შემოდგომას“ შეეხება.
ნაწარმოებები აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნეს ისეთმა ცნობილმა მწერლებმა და მთარგმნელებმა, როგორებიცაა ისჰაკ იბრაჰიმოვი, ექრემ ეილისლი, აფაგ მესუდი, ნათიგ სეფეროვი, არიფ ემრეჰოღლი, სადაი ბუდაგლი, მაჰირ ნ. გარაევი და ნარიმან აბდურაჰმანლი.
წიგნის რედაქტორია ბაჰლულ აბასოვი, განმარტებებისა და შენიშვნების ავტორი კი მაჰირ ნ. გარაევია.
წიგინი დაისტამბა აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის სტამბაში.
ორტომეული შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.