31 მარტის გენოციდი ისტორიულ წყაროებში
სტეფან შაუმიანის მეთაურობით ბაქოს საბჭოსა და პარტია დაშნაკცუთიუნის ხელმძღვანელობით სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დატრიალებული ხოცვა-ჟლეტის შედეგად 1918 წლის 30 მარტიდან 3 აპრილამდე 15000-ზე მეტი აზერბაიჯანელი დაიღუპა.
“New Republics in the Caucasus”, The New York Times Current History, v. 11 no. 2 (March 1920), p. 492
Michael Smith. “Anatomy of Rumor: Murder Scandal, the Musavat Party and Narrative of the Russian Revolution in Baku, 1917-1920”, Journal of Contemporary History, Vol 36, No. 2, (Apr. 2001), p. 228
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში, 1919 და 1920 წლებში 31 მარტი აღინიშნებოდა როგორც ეროვნული გლოვის დღე.
https://mod.gov.az/az/31-mart-azerbaycanlilarin-soyqirimi-gunu-413/
1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისთანავე, რუსი ბოლშევიკების ლიდერის, ვლადიმირ ილიჩ ლენინის დავალებით, სტეპან შაუმიანის თავმჯდომარეობით ნავთობით მდიდარ ბაქოს გუბერნიაში შეიქმნა ბაქოს საბჭო. რუსმა ბოლშევიკებმა და სომხურმა დაშნაკებმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს თუ არა, განიარაღეს მუსლიმთა მცირერიცხოვანი შეიარაღებული ჯგუფები და დაიწყეს ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება და ძარცვა-ჟლეტა.
მშვიდობიანი მუსულმანების წინააღმდეგ მიმართული სომეხთა ვანდალიზმი ნაწილობრივ შენელდა მას შემდეგ, რაც თურქეთის 36-ე პოლკი, არდაჰანისა და კრასნოვოდსკის სამხედრო გემები ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პორტს მიადგნენ. 1918 წლის 13 აპრილს რუსეთის ფედერაციის სახალხო კომისართა საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში ს. შაუმიანმა წერდა: ”30-31 მარტს და 1 აპრილს ბაქოში გაჩაღებულ ბრძოლებში ჩვენს მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წითელი არმია, ჩვენს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო არმია, წითელი ფლოტი და სომხეთის ეროვნული სამხედრო ნაწილები. ჩვენს განკარგულებაში ასევე იყო 3-4 ათასი დაშნაკცუთუნის მებრძოლი”.
Articles and speeches of the Bolshevik Extraordinary Commissar for the Caucasus, 1924, p. 224
სამხრეთ აზერბაიჯანის ნაციონალური მოძრაობის მომავალი ლიდერი სეიდ ჯაფარ ფეშავარი, რომელიც იმ დღეებში ბაქოში იმყოფებოდა, თავის სტატიაში ”ბაქოში პირველი საბჭოთა მთავრობის ბედი” წერდა: ”ჩემი თვალით ვიხილე დაშნაკების სისასტიკის, უამრავი უდანაშაულო ადამიანის, განსაკუთრებით ნეიტრალურად განწყობილი ირანელების მკვლელობის და ქარვასლაში მათი ცხედრების დაწვის ფაქტი. ეს იყო უაღრესად ტრაგიკული და ამაზრზენი ქმედება. დაშნაკების მიერ ჩადენილი დანაშაული რომელიც მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძვლის და მხოლოდ სიძულვილისა და მტრობის გამოხატულება გახლდათ, ყველას ზარავდა და სულის შემაძრწუნებლად მოქმედებდა“. http://tarixinstitutu.az/personalities/view/109
ასობით მოწმის ჩვენება შეიკრიბა აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო საგამოძიებო კომისიის დოკუმენტებში, სადაც ნათქვამია, რომ კბილებამდე შეიარაღებულმა, კარგად გაწვრთნილმა სომხურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, რომლებიც აღჭურვილები იყვნენ დიდი რაოდენობით ტყვიამფრქვევებით, ამოჟლიტეს მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის მოხუცები, ბავშვები და ქალები. ისინი დაუკითხავად შეიჭრნენ მუსულმანთა სახლებში. ხმლებით აკუწეს და დაასახიჩრეს მშვიდობიანი ბინადრები. ბავშვები ცეცხლმოკიდებულ სახლებში შეყარეს, სამი-ოთხი დღის ჩვილები შუბებზე წამოაცვეს. გარდა იმისა, რომ ამოჟლიტეს მუსლიმანები, სომხებმა გაანადგურეს მათი ქონება და მიითვისეს ძვირფასი ნივთები. მხოლოდ ერთ ჭაბურღილში იპოვნეს 57 მუსლიმი ქალისა და გოგონას ცხედარი. მათ ყურები და ცხვირი დასახჩრებული, მუცელლები კი გამოფატრული ჰქონდათ.
http://www.milliarxiv.gov.az/en/fovqelade-tehqiqat-komissiyasi
იმ დღეებში ბაქოს საბჭოს სომხურ-დაშნაკურმა და რუსულ-ბოლშევიკურმა სამხედრო ძალებმა გაანადგურეს ქალაქის უძველესი ისტორიული შენობები და არქიტექტურული ძეგლები, დიდი ზიანი მიაყენეს საზოგადოებრივ და კერძო შენობებს. უპირველეს ყოვლისა, ცეცხლი წაუკიდეს გაზეთების "აჩიგ სოზის" და "კასპის" რედაქციებს. დაწვეს ასობით შენობა, მათ შორის თაზაფირისა და შაჰის მეჩეთები, ისმაილიას შენობა, ХIV საუკუნის ქეიგუბადის მეჩეთი შირვანშაჰების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ალექსანდრიის“, „დაღესტნისა“ და „ისლამიას“ სასტუმროები.
გენოციდმა მოიცვა აზერბაიჯანის სხვა რეგიონებიც. 18 მარტს ბაქოდან შამახამდე საარტილერიო დანადგარებითა და ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული 2000 დაშნაკელი მიუსიეს და სრულად გაანადგურეს 15 მუსლიმური სოფელი, შემდეგ ალყა შემოარტყეს ქალაქს და სასტიკად ამოჟლიტეს ათასობით მუსლიმი. საგანგებო საგამოძიებო კომისიის წევრმა იურისტმა ა.ფ. ნოვადსკიმ მიწასთან გასწორებულ შამახიში ძლივს მოძებნა ორიოდ გადარჩენილი პირი, რომლებიც მოწმის სახით დაკითხა.
http://elibrary.bsu.az/yenii/ebookspdf/Qm3tZMW0.pdf
“Azərbaycan” qəzeti (rus dilində), “Şamaхının son günləri”, 30 mart 1919-cu il
ყველა, ვინც შამახის ხოცვა-ჟლეტას ხელმძღვანელობდა, იყო სომეხი. აი ისინიც -- სტეპან ლალაევი (ლალაიანი), გავრილ ყარაოგლანიანი, გულბანდიანი, მიხეილ არზუმანოვი, კარაპეტ ყარამანოვი, შუშინცა აგამალოვა, სამუელ დალიევი, პეტროსიანცი და ადგილობრივი სომხური შეიარაღებული დაჯგუფებები.
Məhərrəm Zülfüqarlı: Şamaxı soyqırımı, 1918, Shamakhı genocıde
დადგენილია, რომ გენოციდის დროს 20 000 აზერბაიჯანელი ბაქოში, 7000 შამახში და 6000 გუბაში ამოჟლიტეს. ვერ მოხერხდა სალიანში, ნავაჰიში, ლენქორანსა და ქურდამირში მოკლულთა რაოდენობის დადგენა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ბოლშევიკებმა, ეროვნული ხელისუფლების დამხობისთანავე შეაჩერეს გამოძიება.
https://az.wikipedia.org/wiki/Mart_soyqırımı
აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის 1998 წლის 26 მარტის ბრძანებულების შესაბამისად 31 მარტი აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედ გამოცხადდა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში