აფაგ მესუდის მიმართვა მსოფლიო მწერლებს უცხოურ მედიაში
უკრაინის საინფორმაციო სააგენტომ “Kievinform”-მა, ეგვიპტის პოპულარულმა პორტალებმა “Əl-Vəsilə”-მ, “Dmc nyus”-მა, “Əl-Bərraq nyus”-მა და ერაყის საინფორმაციო პორტალმა “İraq nyus“-მა ინგლისურ, არაბულ და უკრაინულ ენებზე გამოაქვეყნეს აზერბაიჯანის სახალხო მწერლის აფაგ მესუდის მიმართვა მსოფლიო მწერლებს. მიმართვა ეხება დამპყრობელი სომხების მიერ აზერბაიჯანის მიწებზე განხორციელებულ ვანდალიზმსა და მათ მიერ ადამიანური, ეროვნული და საკაცობრიო ფასეულებების გასანედგურებლად მიმართულ ქმედებებს, რომლებიც დღესაც გრძელდება.
შესაბამისი ლინკი:
https://kievinform.com/archives/11316
https://www.alwasela.com/738838
https://www.dmcnews.org/breaking_news/1915376/نداء-الكاتبة-الأذربيجانية-آفاق-مسعود-لكتاب-العالم
https://news.albraq-news.com/breaking_news/820053/نداء-الكاتبة-الأذربيجانية-آفاق-مسعود-لكتاب-العالم
https://www.iraqnews-in.com/breaking_news/633448/نداء-الكاتبة-الأذربيجانية-آفاق-مسعود-لكتاب-العالم
http://www.ayb.org.tr/index.php/haberler/439-cagri
ძვირფასო კოლეგებო!
მოგიწოდებთ როგორც მაღალი იდეალებისა და საკაცობრიო ღირებულებათა მსახურებმა ხმა აღიმაღლოთ სომხური ვანდალიზმისა და ეროვნული, ადამიანური და საკაცობრიო ფასეულებების განადგურებისაკენ მიმართული ქმედებების წინააღმდეგ, რომელსაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს! ეს ვანდალური სუმხური პოლიტიკა, რომელიც დღეს იმაში გამოიხატება, რომ მშობლიური მიწების მომხდურისაგან გასათავისუფლებლად გამართულ ბრძოლაში ჩართულ აზერბაიჯანელ მებრძოლებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით პასუხობს, სათავეს ჯერ კიდევ 1905-1906 წლებიდან იღებს, იმ წლებიდან როცა სომხები თავინათი ტერიტორიული პრეტენზიების გამო ათასობით აზერბაიჯანელს თავიანთ მშობლიურ მიწა-წყალზე უმოწყალოდ გაუსწორდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში, ქურაქჩაის ხელშეკრულების გაფორმებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ ყარაბაღისა და შაქის სახანოები რუსეთს შეუერთდა, საუბედუროდ ცოტა მოგვიანებით აზერბაიჯანის ირევანის სახანოში (ახლანდელი ერევანი) ჩასახლებულ იქნა სომეხი მოსახლეობა, რომელმაც საბჭოთა პერიოდში ამავე ტერიტორიაზე საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკა გამოაცხადა. დღეს რომ სომხეთი მთელი ცივილიზებული სამყაროს თვალწინ შორმანძილიან სარაკეტო ცეცხლს უშენს აზერბაიჯანის დიდ ქალაქებსა და სოფლებს, რომლის შედეგადაც იღუპებიან მშვიდობიანი მოსახლეობა და უმწეო ბავშვები, გახლავთ გაგრძელება იმ ვანდალური აქტებისა, რომლებიც მათ აზერბაიჯანელების წინააღმდეგ 1918-1920, 1948-1953 და 1988-1994 წიებში განახორციელეს, რაც ბოლოს იმით დამთავრდა, რომ ყარაბახიდან პირწმინდად განდევნეს აზერბაიჯანული მოსახლეობა და განახორციელეს ხოჯალოს გენოციდი, - პირისაგან მიწისა აღგავეს აზერბაიჯანული ქალაქი ხოჯალო, განსაკუთრებული სისასტიკით ამოჟლიტეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. 90-იან წლებში, მაშინ როცა აზერბაიჯანმა დიდი ძალისხმევის შედეგად აღიდგინა ნანატრი სახელმწიფო დამოუკიდებლობა, სომხებმა ისარგებლეს ასეთი პერიოდებისათვის დამახასიათებელი საერთო არეულობით და აზერბაიჯანის ტერიტორიების ერთი ნაწილი სრულიად უსამართლოდ მიიტაცეს. წლებია ყურად არ იღებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 4 რეზოლუციას, იმის თაობაზე, რომ უპირობოდ გაათავისუფლონ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები და დღესაც უკანონოდ განაგრძობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფობას და ვანდალიზმს, რაც თავისთავად არ თავსდება არც ადამიანურ არც სამართლებრივ და არც მორალურ ჩარჩოებში. გთხოვთ ხმა აღიმაღლოთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რათა საერთაშორისო საზოგადობის ყურადღება მიაპყროთ იმას, რაც აზერბაიჯანის ტერტორიაზე ხდება!
მიმართვას ერთვის ხოჯალოსა და განჯაში დატრიალებული ვანდალიზმის ამსახველი სურათები.
აფაგ მასუდი
აზერბაიჯანის სახალხო მწერალი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.