ლევ ტოლსოის ქალიშვილი სომხური ვანდალიზმის შესახებ
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა მოამზადა დოკუმენტური მასალა "ლევ ტოლსტოის ქალიშვილი სომხური ვანდალიზმის შესახებ", რომელიც ასახავს დიდი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის ქალიშვილის - მწერალ-პუბლიცისტის ალექსანდრა ტოლსტოის მოგონებებს 1915 წელს თურქეთში სომეხი მხეცების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დატრიელებული ვანდალიზმის ირგვლივ. აქვე იმასაც დავძენთ, რომ ალექსანდრა თავად შეესწრო აღნიშნულ მოვლენებს. ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე თარგმნილი მასალა გადაეგზავნება მსოფლიოს შესაბამის მასმედიას და გამოქვეყნდება საერთაშორისო ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელებში.
დიდი რუსი მწერლის ლევ ტოლსტოის უმცროსი ქალიშვილი ალექსანდრა ტოლსტოი (1884–1979) გახლავთ იასნაია პოლიანას მუზეუმისა და ტოლსტოის ფონდის დამფუძნებელი და ასევე ავტორი არაერთი მხატვრული და პუბლიცისტური ნაწარმოებისა.
1915 წელს ალექსანდრა ტოლსტოი წითელი ჯვრის ეგიდით მივლინებულ იქნა თურქეთის ქალაქ ვანში, როგორც რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი, სადაც შეესწრო შეიარაღებული სომხების მიერ თურქების მიმართ განხორციელებულ სისასტიკეს და ის რაც იხილა, ცხელ კვალზე აღნუსხა დღიური ჩანაწერების სახით.
„... ქალაქი ვანი მიწასთანაა გასწორებული... მანამ, სანამ ჩვენ მოვიდოდით, აქ სომხებსა და თურქებს შორის სისხლიანი შეტაკებები ყოფილა.
თურქებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული მთაზე მდებარე ციხე-სიმაგრისათვის, რომელიც სომხებს დაეკავებინათ. სომხები ციხე-სომაგრეს ველურებივით იცავდნენ. ქალები დღე და ღამე ხელყუმბარებს აკეთებდნენ და თურქებს ესროდნენ. ცხადია, ისინი ამ მდგომარეობას დიდხანს ვერ გაუძლებდნენ, სურსათ-სანოვეგე და იარაღის არსენალი ელოოდათ. ჩვენი კაზაკები დროულად რომ არ დახმარებოდნენ, სომხები უეჭველად დანებდებოდნენ თურქებს. ორივე მხრიდან მოხდა სისხლიანი შეტაკებები, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულთა გვამებს ტბაში ყრიდნენ ...
როდესაც თურქი ჯარისკაცები ქალაქს ტოვებდნენ, იმის გამო, რომ ვანიდან დროულად გასვლა ვერ მოახერხეს, დაახლოებით 1000 კაცი ტყვედ ჩავარდა...
* * *
"... სომხებმა ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის იმ ნაწილს, სადაც თურქები ცხოვრობდნენ, თიხის ნაგებობებს ცეცხლი ძნელად ეკიდებოდა, ამიტომაც ისინი ცალკე დაწვეს.
* * *
„ ... ამიხსნეს ის, თუ რა უნდა მეკეთებინა აქ...
ორი დიდი სკოლის შენობა. სრულიად ცარიელ ოთახებში არც საწოლებია და არც სკამები. უსიცოცხლო სხეულები, რომლებზეც ზეწრებია გადაფარებული, იატაკზე ყრია. ისინი თურქები არიან ... კაცები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები, ბავშვები ...
ბავშვების კვნესა, ქვითინი, ძილ-ბურანში ბოდვა... ზოგიერთ მათგანს სახეზე საეჭვო ლაქები ატყვიათ.
რა არის ეს? ეკზემა?...
შიშველ, უმწეო ხელებს ჩვენსკენ იწვდიან ... ქალები ტირიან: "ქალბატონო, ქალბატონო!" - მოგვძახიან და გვთხოვენ დავეხმაროთ...
უნებლიედ თვალი მივაპყარი ქალს, რომლსაც უსიცოცხლო მკლავები ჩამოეყარა და კუთხეში მობუზულიყო. მისი მინავლული კვნესა ძლივს აღწევდა ჩემამდე ...
მისტერ იაროუმ [1] შემჩნია ჩემს თვალებში ჩამდგარი კითხვა და ამიხსნა:
-ეს ვინ დამართა? რატომ?
-სომხებთან დაპირისპირების დროს...
-ეს სომხებმა ჩაიდინეს? რატომ? უდანაშაულო ქალს ასეთი სასტიკად რატომ გაუსწორდნენ? - გაოცებულმა ვკითხე, - კი მაგრამ გაზეთები იუწყებოდნენ, რომ აქ სომხების მიმართ სისასტიკეს თურქები სჩადიან. ვერეფერი გამიგია...
-მსხვერპლი ორივე მხრიდან იყო. ცხადია, სამხედრო დაპირისპირების დროს სხვანაირად ვერ იქნებოდა. საუკუნეებია თურქებსა და სომხებს შორის შუღლი არსებობს. მაგრამ აქ - ვანში ისეთი სომხური ვანდალიზმის მოწმენი გავხდით, რაც კაცობრიობას არ შეეფერება და სამარცხვინო ლაქაა. სომხები ქალებს ძუძუებს აჭრიდნენ, მკლავებსა და სახსრებს ჰგლეჯდნენ, ფეხებს ამტვრევდნენ... ეს არაადამიანური მხეცობა, უდანაშაულო მსხვერპლი მე ჩემი თვალით ვიხილე... „
შესაბამისი ლინკი:
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.