ლეილა ალიევას ლექსები ქართულ პრესაში
საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის გაზეთმა „უქიმერიონმა“ ფართო ადგილი დაუთმო ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის, აშშ-ს საქველმოქმედო საზოგადოების ჯილდოს “სიცოცხლის გასაღებისა“ და პუშკინის ოქროს მედლის მფლობელის ლეილა ალიევას ლექსებს. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა მიეცა პოეტის ისეთ ლექსებს გაეცნოს, როგორებიცაა „გავრბივართ, მივფრინავთ, ვჩქარობთ“, „დრო“ „მაღაზიები და რესტორნები“ და „ცრემლები“.
ლექსები თარგმნა ცნობილმა ქართველმა პოეტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ, გაზეთი „უქიმერიონი“ სამი ათეული წელია ემსახურება მკითხველს და ეროვნულ ლიტერატურასთან ერთად დროგამოშვებით მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებსაც ბეჭდავს.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.