აფაგ მესუდის წიგნის პრეზენტაცია საქართველოში
ამ დღეებში საქართველოს მწერალთა კავშირში ქვეყნის ლიტერატურულ საზოგადოებრიობას წარედგინა აფაგ მესუდის ქართულად დასტანბული წიგნი „თავისუფლება“. წიგნში, რომელიც გამომცემლობა „მერანში“ დაისტამბა, თავმოყრილია მწერლის ისეთი პოპულარული ნაწარმოებები, როგორებიცაა რომანი „თავისუფლება“, „მომაკვდავი“, „იოჰან მეორე“ , „ღამე“, „კურდღლის სიკვდილი და სხვა.
ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მწერალთა კავშირის თავჯდომარემ ბაღათერ არაბულმა. მან აღნიშნა, რომ ცალკე აღებული თვიროეული ეს ნაწარმოები მაღალ მხატვრული დონის ლიტერატურული ნიმუშია; რაც შეეხება რომანს „თავისუფლება“, მიმაჩნია, რომ იგი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ნამდვილი საგანძურია.
შემდეგ სიტყვა გადაეცა საქართველოს სახალხო მწერალს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, წაქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეს რევაზ მიშველაძეს. მან აღნიშნა, რომა აფაგ მესუდის ნაწარმოებებს ქართული ლიტერატურული პრესიდან უკვე იცნობს და ეს მოთხრობები სიახლითა და სიღრმისეული წიაღსვლებით გამოირჩევა.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი, მწერალი გურამ ოდიშარია, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე პოეტი მაყვალა გონაშვილი, საქართველოს სახალხო პოეტი და საზოგადო მოღვაწე ერეკლე საღლიანი, აჭარის ლიტერატურული კლუბ „ზღვაურის“ ხელმძღვანელი პოეტი ბელა ქებურია, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პოეტი ბადრი ქუთატელაძე, პოეტი თამარ ფაჩუკიძე, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეროვნული წიგნის პროპაგანდის დეპარტამენტის დირექტორი ალეკო გრიგარაშვილი, ჟურნალ „ალეგორიის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილი, რუსთაველის საზოდადოების პრეზიდენტი მწერალი დავით შემოქმედელი და სხვები. ღონისძიების ბოლოს ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა და პოეტმა ნუგზარ ერგემლიძემ თავის ლექსებზე შეთხზული რამდენიმე სიმღერა შეასრულა.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.