ხიზირ-ზინდას სალოცავი და ბეშბარმაღის (ხუთთითა) მთის ლეგენდა

ხიზირ-ზინდას სალოცავი და ბეშბარმაღის (ხუთთითა)  მთის ლეგენდა

ხიზირ-ზინდას სალოცავი მუსლიმანური აღმოსავლეთის უწმინდეს სალოცავთაგანია.

აბასგული აღა ბაქიხანოვი წერდა, რომ ყურანში მოხსენიებული მაჯმაულ-ბაჰრეინი, ანუ ორი ზღვის შესაყარი შირვანის ვილაეთში მდებარეობს. მოციქულების მუსასსა და ხიზირის კლდეებიც აქაა. ყურადრებას სახელზე თუ გავამახვილებთ, ასე გამოდის, რომ ეს კლდე ხიზირ-ზინდას, ანუ როგორც ხალხში იტყვიან, ხიდირ-ზინდას მთაა. ბაქიხანოვი განმარტავს რა თავის აზრს, დასძენს, რომ ამ შემთხვევაში იგი სხვა მეცნიერების მოსაზრებებსაც ეყრდნობა.

ხიზირ მოციქულის სახელია, ზინდა კი ცოცხალს, არსებულს ნიშნავს. ცხადია, აქ მინიშნებაა მოციქულ ხიზირზე (ხიდირ), რომელმაც თქმულების თანახმად აღმოსავლურ ფოლკლორში ხშირხშირად მოხსენიებული „ზემზემის“, ანუ სიცოცხლის წყალი დალია. ამიტომაც სიაზნის რაიონში კასპიის ზღვის მახლობლად განლაგებულ ხუთმწვერვალიან  კლდეს (ხუთთითა) „ხიზირ-ზინდა პაპას“, ან უბრალოდ „ხიზირ-ზინდას“ მთას უწოდებენ. ხუთთითას შესახებაც მრავალი თქმულება და ლეგენდა არსებობს.  ზოგი მათ კლდეებს, ზოგი კი ძმობის სიმბოლოს უკავშირებს.

სამი გორა, ანუ „სამი ძმა“, რომელიც აბშერონის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარეობს, ხუთთითასთან მდებარე მოეთხე ძმას გაჰყურებს. სწორედ ამ მეოთხე ძმას ისტორიულ წყაროებში მუსას კლდესაც უწოდებენ.

დიდი აზერბაიჯანელი მოგზაური ებდულრაშიდ ელ-ბექუვი წერს, რომ ყურანის „ელ-ქავის“ (გამოქვაბული) სურაში მოხსენიებული ამბავი, სადაც მოციქულები მუსა და ხიზირი ფიქურირებს, სწორედ ამ მიდამოებში მიმდინარეობდა.

ასე, რომ მოსეს მსახურის თევზი, რომლის ჭამაც მას დაავიწყდა, წყალში მოსროლის შემდეგ სწორედ აქ, ორი ზღვის შესაყარში გაცოცხლდა...

ესპანეთის კატალონიის მხარის მიერ 1375 წელს შედგენილ კასპიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიების რუკაზე  „ბეშბარმაღი“ („ხუთთითა“) როგორც „ბარმაღი“,  XVII საუკუნეში კი ადამ ოლერინის რუკაზე იგი აღნიშნულია, როგორც „ბარმახი“.  უნდა აღინიშნოს, რომ ადამ ოლერინი ახლანდელი გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ფეოდალურ სახელმწიფოში -- გოლცინიანში-- ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

აზერბაიჯანის ენციკლოპედიის მეორე ტომში კი ვკითხულობთ: „ ბეშბარმაღი იყო თავდაცვითი ზღუდე, რომელიც IV–VII საუკუნეებს განეკუთნება. ეს ზღუდე ბეშბარმაღის მთის კალთებიდან კასპიის ზღვამდე აღწევს. მთის ფერდობზე რიყის ქვისგან ნაგები ორი ზღუდის კედელი ერთმანეთს ორასი მეტრითაა დაშორებული. ალბანელი ისტორიკოსი მოვსეს ქალანქათლი აღნიშნავს, რომ ბეშბარმაღის ზღუდე სასანების მეფის დროსაა (437-457) აგებული. ბეშბარმაღი იმისათვის იქნა აგებული, რომ ეს ტერიტორია მომთაბარეთა შემოსევებისაგან დაეცვა...“

ესეიგი, ხიზირ-ზინდა არის რა წმინდა სალოცავი, ამავე დროს ჩვენი ისტორიის უბადლო ღირსსახსოვრადაც გვევლინება.

 

                                                                   აიდინ თაღიევი

 

და სხვა ...