ბელორუსიის ავტორიტეტული საინფორმაციო წყაროები წერენ აზერბაიჯანული პოეზიის პრეზენტაციაზე, რომელიც მინსკში შედგა
ამასწინათ მინსკში გამართული ღონისძიება, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის მიერ ეროვნული ლიტერატურის საერთაშორისო სამყაროში გატანისა და პროპაგანდის პროგრამის ფარგლებში ბელორუსიაში გამოცემული აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიის (პოეზია) წარდგინებას მიეძღვნა, ამ ქვეყნის ავტორიტეტულ პორტალებში ფართოდ იქნა გაშუქბული.
აღნიშნული პორტალები იუწყებიან, რომ „თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია“, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის მხარდაჭერით დაისტამბა, წარდგენილ იქნა მინსკის XXYI საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე. ღონისძიებაზე, რომელიც ბელორუსიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა, ბელორუსიის ლიტერატურულმა საზოგადოებრიობამ, პრესის წარმომადგენლებმა და მხატვრული კითხვის ოსტატებმა მიიღეს მონაწილეობა. წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდნენ ანთოლოგიის მომზადებაში ღვაწლდებული ცნობილი ბელორუსელი პოეტიები და მთარგმნელები -- ნაუმ გალფეროვიჩი, ტატიანა სივეტსი, იულია ალეიჩენკო და ვალერია საროტნიკი. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთ გამოცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებასა და ლიტერატურული თანამშრომლობის საქმეში.
აღინიშნავია, რომ წიგნში თავმოყრილია აზერბაიჯანული პოეზიის ისეთი ბრწყინვალე წარმომადგენლების ლექსები, როგორებიცაა სამედ ვურღუნი, მიქაილ მიშვიგი, რასულ რზა, ალი ქერუმი, ხალილრზა ულუთურქი, ბახთიარ ვაჰაბზადე, ნარიმან ჰასანზადე, მამედ არაზი, ისა ისმაილზადე, ალექბერ სალაჰზადე, ვაგიფ სამედოღლი, ჯაბირ ნოვრუზი, თიფიგ ბაირამი, ფიქრეთ გოჯა, მენსურ ვექილაი, მუსა იაგუბი, აბას აბდულა, ჩინგიზ ალიოღლი, ვეჰიდ აზიზი, ნუსრეთ ქასამანლი, რამიზ როვშანი, საბირ რუსთამხანლი, ელდარ ბახი.ი, დინარა გერექმეზლი, ზაქირ ფეხრი, ვაქიფ ბაიათლი ოდერი, ზელიმხან იაგუბი, ადილ მირსეიდი, ელისიმიდ ქური, ვაგიფ ბეჰმენლი, რუსთამ ბეჰრუდი, სალამ სარვანი, აგშინ იენისეი, ქონულ არიფი და ლეილა ალიევა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.