საფრანგეთში „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია“ გამოიცა
განხორციელდა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც აზრბაიჯანული ლიტერატურის მსოფლიოში გავრცელებასა და პროპაგანდას ითვალისწინებს. ამჯერად საფრანგეთში ფრანგულ ენაზე დაისტამბა „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგია“.
წიგნში, რომელიც კლასიკური და თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურის ოცდა რვა ნიმუშს მოიცავს, თავმოყრილია ნაწარმოებები ისეთი მწერლებისა, როგორებიცაა ისმაილ ბეკ გუთქაშენლი, აბდურაჰიმ ბეკ ჰაგვერდიევი, ჯალილ მამედყულიზადე, სულეიმან სანი ახუნდოვი, მირ ჯალალი, ილიას ეფენდიევი, ისა ჰუსეინოვი, საბირ აჰმედლი, ისი მალიქზადე, იუსიფ სამედოღლი, ანარი, ელჩინი,მოვლუდ სულეიმანლი, შაჰმარი, სარა ოღუზი, დილსუზი, მამედ ორუჯი, რაფიგ თაღი, ქამალ აბდულა, სადაი ბუდაგლი, ილგარ რესული, შერიფ აღაიარი და ამ ლიტერატურის სხვა ღირსეული წარმომადგენლები.
წიგნის რედაქტორი გითა ბელგუედია, წინასიტყვაობა კი აკადემიკოს ნიზამი ჯაფაროვს ეკითნის.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.