სალამ სარვანის წიგნი უკრაინაში დაისტამბა
კიევში უკრაინულ ენაზე გამოიცა ცნობილი აზერბაიჯანელი პოეტის სალამ სარვანის წიგნი „ქვეყანას სიღრმე აკლია, ვერ დაიხრჩობი“.
წიგნში, რომელიც მდიდარი ტრადიციებით გამორჩეულმა უკრაინულმა გამომცემლობამ “Sammit-kniqa“-მ გამოსცა, პოეტის ასზე მეტი ლექსია შესული. მათშორისაა ს.სარვანის ისეთი პოპულარული ლექსები როგორებიცაა „ნუ მოიწყენ, მაინც არაფერი ეშველება“, „ჩვენი საწოლი მდინარეთა კალაპოტია“, „შენ დაიღალე და შემიყვარე“, „ჯანბაზი“ და სხვა. ლექსები უკრაინულ ენაზე თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის გამარჯვებულმა ცნობილმა უკრაინელმა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ ლესია მუდრაკმა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.