ფუნქციონირება დაიწყო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მთარგმნელობითმა სააგენტომ
სახელმწიფო ენის დაცვის, სწორად გამოყენებისა და თარგმანის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებისა და ბრძანებულებების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ენის სწორად გამოყენებისა და მთარგმნელობითი საქმის გაუმჯობესების მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობით ცენტრში დაფუძნდა და ფუნქციონერება დაიწყო ასმც მთარგმნელობითმა სააგენტომ.
სააგენტოს საქმიანობაში შედის სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტების, აგრეთვე ორგანიზაციების, მეწარმეების, მათშორის ადგილობრივი და უცხო ქვეყნის მოქალაქეების აზერბაიჯანული ენაზე წარდგენილი ტექსტებისა და მასალების აზერბაიჯანულ ენაზე შედგენა, უცხო ენებზე თარგმნა, რედაქტირება, ექსპერტიზირება და პოლიგრაფიული მომსახურება.
მომსახურება წარმოებს სხვადასხვა ფორმატში, ელექტრონული ფორმატის ჩათვლით, რომელსაც ახორციელებენ შესაბამის სფეროში მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ენისა და მთარგმნელებითი საქმის სპეციალისტები.
სააგენტოს მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.aztc.gov.az).
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.