აზერბაიჯანელი მწერალი არჩეულ იქნა ევროპის აკადემიის წევრად
ბაქო, 30 იანვარი, AZƏRTAC-ი
ევროპის მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის საიუბილეო სესიაზე აზერბაიჯანის სახალხო მწერალი აფაგ მესუდი არჩეულ იქნა ამ ორგანიზაციის წევრად. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული აკადემია 1980 წელს საფრანგეთის სენატის განკარგულებით პარიზში დაარსდა.
აფაგ მესუდი გულითადად მიესალმა აკადემიის გენერალურ დირექტორს, ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მხატვარს ქალბატონ ნიკოლ ლემერ დ’აგაჯიონსა და საიუბილეო სესიის სხვა მონაწილეებს. შემდეგ მან ისაუბრა აკადემიის მიერ საერთო საკაცობრიო ფასეულებების გამდიდრებაში შეტანილ წვლილზე, აკადემიისა, რომელიც მოწოდებულია განავითაროს მსოფლიო სამეცნიერო და ლიტერატურული ურთიერთობები. მისასალმებელი სიტყვის დასკვნით ნაწილში კი დასძინა: „მსოფლიო ლიტერატურას დღესაც ახალი ელფერებითა და განსხვავებული აზრის მატარებელი მწერლებით ამდიდრებს აზერბაიჯანი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა აღმოსავლური და დასავლური კულტურების გზაშესაყარზე, იგი თავისთავში აერთიანებდა აღმოსავლეთის ტკივილებსა და დასავლეთის პროგრესულ სულისკვეთებას.“
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.