ნასიმის ყაზალების კრებული უკრაინის მწერალთა კავშირში იქნა წარდგენილი
უკრაინის მწეარალთა კავშირში წარდგენილ იქნა დიდი აზერბაიჯანელი პოეტის იმადედდინ ნასიმის ყაზალების კრებული “Ішляхом Істини постав я сам...” (მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი), რომელიც პოეტის 650 წლისთავთან დაკავშირებით უკრაინაში გამოიცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცნობილი უკრაინელი მწერლები და პოეტები, მეცნიერები, უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს დიპლომატები, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
შეხვედრის გახსნისას AESAL- ის (მეცნიერებათა, ხელოვნებისა და ლიტერატურის ევროპული აკადემიის) ლიტერატურის მდივანმა დიმიტრი ჩისტიაკმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით 2019 წელი ნასიმის წლად გამოცხადდა აზერბაიჯანში. ამასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოცემულმა მისი ყაზალების კრებულმა “Ішляхом Істини постав я сам...” (მე თავადა ვარ გზა ჭეშმარიტი), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანათანამედროვე სამყაროში ნასიმის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ინფორმაციის განყოფილების უფროსმა, მწერალმა იაშარ ალიევმა აღნიშნა, რომ იუბილე ნასიმისა, რომელსაც 602 წლის წინ, 1417 წელს შორეულ სურიაში ტყავი ააძვრეს და სიცოცხლეს თავისივე სისხლით წითლად შეღებილი გამოესალმეს, დღეს როგორც ეროვნული დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნება აზერბაიჯანში, სადაც ეს დიდი პოეტი 1369 წელს მოევლინა ქვეყნიერებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტანჯველი პოეტის წლისთავი პოეზიის ტრიუმფად იქცა: ”პოეტის დაბადება და გარდაცვალება. მაგრამ კვდებიან ნამდვილი პოეტები? გინდა სისხლის ტბაში, გინდა ყვავილებით მორთულ კუბოში ... ნასიმის ბედი გვიჩვენებს, რომ არა, არ კვდებიან! თვით პოეტი შეიძლება მოკლან, ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაგრამ არ შეიძლება მოკლულ იქნას მისი სიტყვა. პოეტის სიტყვა უკვდავია. ისინი, ვინც ნასიმის სიკვდილის ბრძანება გასცეს, ფიქრობდნენ, რომ მისი ლექსები მკრეხელურია და რომ ისინი ღვთისგმოდასა და უზენაესის შეურაცხყოფას შეიცავენ. მაგრამ ნასიმის ლექსები ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულითაა გამთბარი. ამავე დროს, ამ თვისების მატარებელი იყო ლირიკული გმირი, რომელიც მან შექმნა. თავის უკვდავ ქმნილებებში პოეტი ამბობს: ”მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ ჭეშმარიტი და მე ვღაღადებ ჭეშმარიტებას” ეს სულაც არ ამცირებს ღმერთს, არამედ ადიდებს ადამიანს, რომელიც ღვთის სახიერება და მისი განუყოფელი ნაწილია. ეს იყო დრო, როდესაც ერთის მხრივ აღმოსავლეთი აღორძინების პერიოდს განიცდიდა, მეორეს მხრივ კი მიმდინარეობდა ომი და სისხლის ტბაში იხრჩობოდა კულტურის ეს კერა. მოაზროვნე თავები იკვეთებოდნენ და ბორცვები იქმნებოდა მოკვეთილი თავებისაგან. იმ დროს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც კი არ ედო და მის ღირსებას ცხენების ფლოქვების ქვეშ ქელავდნენ, ნასიმის ლექსები ყველას ახსენებდა მის უმაღლეს ღირებულებასა და სიცოცხლის არსს.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა უკრაინაში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველი ქამალ ხალილოვი. მან აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელი აზერბაიჯანში ”ნასიმის წლად” გამოცხადდა, ნასიმის შემოქმედებისადმი დიდი ყურადღების გამოხატულებაა.
”საელჩოს მხარდაჭერით და ინიციატივით, წელს კიევში დაიდგა ნასიმის ქანდაკება, ჩაიდო მრავალფუნქციური შენობის საძირკველი, და გაიმართა უამრავი ღონისძიება. წიგნი, რომელიც შეიცავს ნასიმის ლექსებს უკრაინულ ენაზე, ხელს შეუწყობს ნასიმის შემოქმედების შესწავლას. ”- თქვა ხალილოვმა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის განათლებისა და მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელმა ეთიმად მურადოვმა, მთარგმნელმა პუსტა ახუნდოვამ, უკრაინელ მწერალთა კავშირის კიევში საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარია მოროზენკომ, უკრაინის ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ დრამატურგმა ვასილი დოვჟიკმა, უკრაინის სახალხო არტისტმა ვლადიმერ გუბამ და პროექტის ხელმძღვანელმა მარინა გონჩარიუკმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ნასიმის პოეზია არის ადამიანის მშვენიერების, ღირსების და სიკვდილზე ადამიანის სულის გამარჯვების განდიდება. ითქვა, რომ იგი თავის ლექსებს ხალხის წინაშე კითხულობდა და წარმატებები მოიპოვა მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც არამუსლიმანურ ქვეყნებში; მისი სიყვარული საუკუნეების განმავლობაში გაჰყვა სხვადასხვა ერის შვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭეშმარიტი პოეტები მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე წერენ, ისინი ყოველთვის სულიერად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. სწორადაა, ნათქვამი, რომ სინდისი ისეთივე სუფთაა, როგორც ბროლი, სული თავისუფალია, როგორც ფრინველი, და მისი ფრთები უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილი. დიდი უკრაინელი პოეტის სკოვოროდას ეს აზრი გახლავთ როგორც თავად მისი, ასევე დიდი აზერბაიჯანული პოეტის ნასიმის ბედის გამოხატულება და შემოქმედების სულისკვეთება.
ცერემონიის დასასრულს, ნასიმინ პოეზიის თარგმნასა და პროპაგანდაში შეტენილი წვლილისათვის ცენტრის საპატიო დიპლომით დაჯილდოვდნენ უკრაინელმა პოეტებმა და მთარგმნელებმა - პაველ მოვაჩანი, დიმიტრი ჩისტიაკი, ივან სტეპურენი და პროექტის ხელმძღვანელი, მარინა გონჩარუკი.
უნდა აღინიშნოს, რომ წიგნი, რომელიც ავტორიტეტულმა უკრაინულმა გამომცემლობამ "Samit-kniga"-მ გამოსცა, ნასიმის შემოქმედების პირველი შეხვედრაა უკრაინელ მკითხველთან. წიგნში შესულია პოეტის 200-ზე მეტ ყაზალი და რობაი, აქვე მოცემულია კომენტარები და განმარტებანი.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.