სტარტი აიღო პროექტმა „შეხვედრა წიგნთან“
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი სახელწოდებით "შეხვედრა წიგნთან", რომლის მიზანია მკითხველს ინტერესი გაუღვიოს ლიტერატურის, წიგნის კულტურისა და კითხვის მიმართ, ასევე მოსახლეობას ინფორმირება გაუწიოს თანამედროვე ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესის შესახებ. პროექტის პირველი ღონისძიება, რომელიც დაგეგმილია ქვეყნის ცალკეულ რეგიონებსა და ცენტრალურ ქალაქებში, გაიმართა აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის შექის ფილიალში.
ღონისძიების გახსნისას, პროექტის მიზნისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა მთარგმნელობითი ცენტრის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სამმართველოს ხელმძღვანელმა, მწერალმა და მთარგმნელმა ეთიმადა ბაშქეჩიდმა. მან ისაუბრა ცენტრის მიერ განხორციელებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცემებზე.
ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის მრჩეველმა ილგარ რასულმა, ინფორმაციის დეპარტამენტის მთავარმა რედაქტორმა განთურალიმ საუბრობრეს ლიტერატურის როლზე საზოგადოების განვითარებაში და კითხვის სასიკეთო გავლენაზე ადამიანის აზროვნებაზე. ახალგაზრდა პოეტები - რაბიგა ნაზირგზი, ჯალილ ჯავანშირი, შაჰრიარ დელ გერანი და აქშინ ევრენი დამსწრე საზოგადოებას თავიანთი პოეტური ქმნილებებით წარუდგნენ. პოეტმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის შექის ფილიალის პედაგოგმა ვაგიფ ასლანმა, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შექის რეგიონალური ცენტრის დირექტორმა იუსიფ შუქურლიმ ისაუბრეს მთარგმნელობითი ცენტრის საქმიანობის შესახებ და სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე.
გათვალისწინებულია პრექტის ფარგლებში ღონისძიებები და შეხვედრები სხვადასხვა რეგიონებსა და რაიონებშიც გაგრძელდეს.
Qalereya
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.