ევროპის საბჭოს კულტურის პორტალმა გამოაქვეყნა ინფორმაცია „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიის“ შესახებ
ევრპის საბჭოს კულტურის პორტალმა ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის მიერ სტრასბურგში გამოცემული „აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიის“ შესახებ.
წერილში ვკითხულობთ:
ლიტერატურული ფანჯარა, რომელიც მსოფლიოსკენ იღბა, საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ აზერბაიჯანული ლიტერატურის სამყაროში. ლიტერატურულ ნიმუშებში, რომლებიც ძირითადად XIX საუკუნიდან მოყოლებული დღევანდლამდე არსებულ მოზაიკას გვთავაზობს, ამ მრავალფეროვანი ქვეყნის პარადოქსებსა და პარადიგმებს აღმოაჩენთ.
„აზერბაიჯანული ლიტერატურის ანთოლოგიის“ წიგნის პრეზენტაცია 2019 წლის 23 მარტს 11 საათზე კლებერის ბიბლიოთეკის „თეთრ დარბაზში“ გაიმართება.
ღონისძიების მოდერატორი: თეირი ედმონდურია.
სიტყვით გამოვლენ:
აფაგ მესუდი -- აზერბაიჯანის სახელმწიფო თარგმანის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე;
სტეფან დო ტაპია --პროფესორი, სტრასბურგის უნივერსიტეტის თურქული კვლევის დეპარტამენტის დირექტორი;
ჟან პოლ მეიერი -- პროფესორი, სტრასბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი;
მიშელ კორპი -- მწერალი
ჟან-ემანუელ მედინა და ალბერ ვაკი -- გამომცემლობა ქაფაზის წარმომადგენლები
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.