ადამიანთა რწმენის ადგილები
საბჭოთა პერიოდში ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ჩვენს რელიგიას დაგვაშორონ და დაგვავიწყონ სალოცავები და წმინდა ადგილები, სადაც საუკუნეების მანძილზე ლოცულობდნენ ჩვენი წინაპრები. ამგვარმა მცდელობამ არამარტო ჩვენს სარწმუნოებას მოგვწყვიტა, არამედ ამავე დროს დაგვავიწყა ჩვენი მამულის მრავალი ისტორიული ფურცელი, რომელიც უნიკალურ ღირსშესანიშნაობებზე მეტყველებს.
სალოცავები, რომლებზეც აქ ვსაუბრობთ, უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ისტორია უაღრესად ძირძველია.
ხალიფა სეიდ აჰმედის სალოცავი
XII-XIII საუკუნეებში არაბული ხალიფატის დაცემის პერიოდში ხალიფები ხშირ-ხშირად იცვლებოდნენ. ისეთი ხალიფებიც იყვნენ, რომლებიც ტახტზე მხოლოდ ერთი კვირით, ზოგჯერ კი ერთი დღით აღზევდებოდნენ ხოლმე. ასეთ ხალიფებს ან თვალებს სთხრიდნენ, ან კიდევ სახრჩობელაზე უშვებდნენ.
შესაძლებელია, ასეთ დევნას გამოექცა და თავი აზერბაიჯანს შეაფარა ხალიფა სეიდ აჰმედმა, რომლის აკლდამაცა და შესაბამისად სალოცავიც აზერბაიჯანში მდებარეობს.
თქმულების შესაბამისად სეიდ აჰმედი ჯერ სოფელ დაღბილიჯის მახლობლად დასახლებულა. მაგრამ იმის გამო რომ, დაღბილიჯელებს იგი ცივად მიუღიათ, იგი ერთ ღამეში თავის ავლა-დიდებიანად გამქრალა. მეორე დღეს, როცა სოფლელებს შეუტყვიათ, რომ ხალიფა გაქრა, ძლიერ შეწუხებულან, მისი ადგილ-სამყოფელი მოუძებნიათ და უთხოვიათ, რომ უკან დაბრუნდეს.
მაგრამ სეიდ აჰმედი სოფელში აღარ დაბრუნებულა. სოფლის მკვიდრთა ცოდვა კი ასეთი პირობით გაუბათილებია: „მოემსახურეთ ჩემი სახლ-კარის წესრიგს, აღმიდგინეთ მორღვეულ-დანგრეული და ამით მიტევებული გექნებათ ყველა ცოდვა, რაც ჩემს წინაშე ჩაგიდენიათ“...
გასული საუკუნის ორმოცდა ათიან წლებში სეიდ აჰმედის სალოცავის შეკეთებისას იქ სხადა-სხვა სახის დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი. ირკვევა, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებამდე სეიდ აჰმედის სალოცავი ამ მხარეში ყველაზე გავლენიან სალოცავად ითვლებოდა. სალოცავს დიდი ფართობი და სახნავ-სათესი მიწები ჰქონია.
ეს ნატვრის სალოცავი შსედგება ერთი საკნისაგან, რომელიც ქვითა და ფიცრითაა ნაშენები. აკლდამის ირგვლივ ბევრი საფლავია. საფლავსზედა წარწერები არაბულ ენაზეა. ის, რომ საფლავის ქვები ღრმადაა ჩაფლული მიწაში, იმაზე მეტყველებს, რომ ეს სასაფლაოცა და სალოცავიც ერთობ ძველ დროს განეკუთნება.
დროთა განმავლობაში აკლდამის ირგვლივ ხალხი დასახლეებულა და აქ სოფელი აშენებულა. ამ სოფელს ამჟამად ხალიფები ეწოდება.
პაპა შიხზედდინი
პიროვნებს, რომელიც გომირის მხარეში, ქელექუს მთის ფერდობზე სოფელ ფუჩუგშია დასაფლავებული, შიხზადდინი ჰქვია და მისი საფლავი შაბრან-ქუბის მხარეში სალოცავადაა ქცეული.
თქმულების მიხედვით, რომელიც ასწლეულების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა, პაპა შიხზედდინის წინაპრები შირვანში ისლამის გავრცელების მიზნით ქალაქ შამიდან ჩამოსული შეიხები ყოფილან.
ჩვენამდე მოსული წყაროს მიხედვით XVII საუკუნის დასაწყისში შაჰაბას I მიდიოდა რა დაღესტანში, თავის მხედრებთან ერთად სამახიში ქოთაჰის ველზე დაბანაკებულა. შებინდებულზე შაჰს შეუმჩნევია, რომ ქელექუს მთის მხრიდან რაღაც ნათელი მოსჩანს. ხელმწიფეს იქითკენ ორი ჯარისკაცი გაუგზავნია. როცა ჯარისკაცები ადგილზე მისულან, უნახავთ, რომ ვინმე სახენათელი მოხუცი სანთლის შუქზე ყურანს კითხულობს.
ჯარისკაცებს თავი წარუდგინიათ და უთხოვიათ, რომ მათ გაჰყოლოდა შაჰთან.
მოხუცს კითხვა დაუმთავრებია და უთქვამს:
--თქვენ დაბრუნდით, მაც ახლავე მოვალ.
ლაგერში დაბრუნებულ ჯარისკაცებს უნახავთ, რომ მოხუცი მათზე ადრე მოსულა ხელმწიფესთან. გაოცებულებს შაჰისთვის ყველაფერი უამბნიათ.
ახლოს გაცნობის შემდეგ შაჰისთვის ცნობილი გამხდარა, რომ კაცი, რომელიც მის წინაშე დგას, დიდად განსწავლული და ღრმად მორწმუნე პიროვნებაა. შაჰ აბასს პაპა შიხზედდინისაგან ისიც შეუტყვია, რომ მას ღვთის ნებით სასწაულის მოხდენაც კი შეუძლია. ამის დასტურად პაპა შიხზედდინის შაჰის წინაშე დანთებული კოცონიდან ნაღვერდალი აუღია და მიწაში ჩაუფლია. ნაღვერდალი მაშინვე მწვანე ყლორტად ქცეულა და ფოთოლი გამოუსხამს. ამის შემდეგ შაჰ აბასს გომურის მხარეში მისთვის დიდი ადგილ-მამულები უჩუქებია.
ასი წლის წინ შირვანელმა აშუღ ხალთანლი თაღიმ ამ წმინდანს, რომლის საფლავიც შემდეგში სალოცავად იქცა, ლექსიც კი უძღვნა:
შეიხ ეზედდინ, შეიხ იბედდინ,
სად განუსვენებ, შეხე მთის ფერდობს.
შენნი ლოცვანი ღირსეულია,
და ჰყვავის შენით არსება ერთობ.
მან ააშენა სიმშვიდის კერა,
მისი ნაშენი მყარად დგას ჯერაც.
ნისი ნათელი აენთო ველად,
და მისი სახე წალკოტში მეფობს.
ძალა ჰქონია მთლად უძლეველი,
მას პატივს სცემდა მადლითა ერი.
ბილგეისივით მისი იერი
მშვენება იყო ყოველგან, ღმერთო.
აიდინ თაღიევი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში