საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის სიტყვა თურქსოის წევრ ქვეყანათა კულტურის მინისტრების მუდმივი სბჭოს XIX შეკრებაზე
იმისათვის, რომ ხალხი ავაღორძინოთ და არ დავუშვათ მისი შევიწროება, როგორც ეს დღემდე ხდებოდა, საჭიროა დავიცვათ ჩვენი ენა. არსებობს გარკვეული სხვაობა თურქულენოვან ხალხთა ენებს შორის, თუმცა მათ ერთი ძირი გააჩნიათ. ვფიქრობ, საჭირო არაა, რომ ჩვენი ენა თათრულ ენას მივამზგავსოთ, ანდა ყირგიზებმა თავიანთი ენა ჩვენს ენას მიუსადაგონ. არა, ასეთი მიდგომა მცდარი იქნებოდა. ჩვენი ენები სააუკუნეების განმავლობაში ასე ჩამოყალიბდა. მაგრამ იმის გამო, რომ საკმაოდ არ იხმარებოდა, ჩვენი ენები სათანადოდ ვერ განვითარდნენ. ამიტამოც განკარგულება გავეცი აზერბაიჯანული ენის შესახებ. ასევე განკარგულება გავეცი აზერბაიჯანში ლათინურ ანბანზე გადასვლასთან დაკავშირებით და უზრუნველვყავი მისი განხორციელება. აზერბაიჯანული ენის შემდგომი განვითარებაც ჩემი ცხოვრების უპირველესი ამოცანაა. ვფიქრობ, ხალხს ენა რომ წაართვა, ენის გარეშე რომ დატოვო, იგი ბევრ რამეს დაკარგავს. მაგრამ ხალხს თუ თავისი მშობლიური ენა აქვს, დედაენა თუ გააჩნია, მას ვერაფერი შესცვლის. მადლობა ღმერთს, ჩვენი აზერბაიჯანული ენა საკმაოდ გაძლიერდა და მასშტაბური გახდა. ჩვენს ენას მდიდარი ლექსიკონური ბაზა გააჩნია. ჩვენი აზერბაიჯანული ენა პოეზიის ენაა. მახსოვს, როცა მე აქ, თუ თურქეთში სიტყვით გამოვდიოდი, ჩემი მეგობარი სულეიმან დემირელი მეუბნებოდა, შენ ხომ ლექსი წარმოთქვიო. მე მას ვპასუხობდი, რომ არა, უბრალოდ სიტყვა წარმოვთქვი. იგი მეუბნებოდა, აზერბაიჯანული ენა ისეთი ლამაზი ენაა, რომ როცა ლაპარაკობ, ზოგჯერ ძნელია, გაიგო, ლექსს ამბობ, თუ სიტყვით გამოდიხარ. ანადოლუს თურქულიც ასეა. თავის დროზე ანადოლუს თურქულმაც მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა. ოსმალოს იმპერიაში სასახლეში სპარსულად და არაბულად ლაპარაკობდნენ. თურქეთში თურქული ენის განვითარება დიდი ათათურქის სახელს უკავშირდება. დღევანდელი თურქული ენის ჩამოყალიბება დიდი ათათურქის ღვაწლთაგანია. მე აზერბაიჯანში ათათურქის ცენტრი დავაარსე. რადგანაც ათათურქი არა მხოლოდ თურქების, ამავე დროს ჩვენი მფარველიცაა. მე ვიცი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში იყო იმ დროს ანადოლუს თურქული. ათათურქს ენის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები რომ არ მიეღო, დღეს ანადოლუს თურქული ასე ლამაზი არ იქნებოდა. ამიტომაც ენა, ენა და კიდევ ერთხელ ენა... ენა უნდა განვავითაროთ. მე ეს მითქვამს და დღესაც ვიმეორებ. ჩვენს ახალგაზრდებს ვეუბნები, იცოდეთ რუსული ენა, იცოდეთ ინგლისური, სპარსული, არაბული და ფრანგული, ეს კარგია, მაგრამ ყველაზე უწინ და ყველაზე საფუძვლიანად აზერბაიჯანული ენა უნდა იცოდეთ. თუ ეს ენა არ იცი, შენ სრულყოფილი აზერბაიჯანელი ვერ იქნები. ასეა, თუ არა? მე თქვენ ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თურქსოის ძირითად ამოცანათაგანი სწორედ ენის განვითარებაა. არაა საჭირო ჩვენი ენების ერთმანეთისადმი მიბმა, ნდა მიმსგზავსება. მაგალითად თურქმენების ენის ნაწილი მესმის, ნაწილი კი არ მესმის. ასევე თქვენც. ხომ ასეა? თუექმენული და აზერბაიჯანული ენები ერთმანეთთან უფრო ახლოს არიან. თურქული ენა და აზერბაიჯანული ენა კი ერთი და იგივეა.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.