ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანული ენის შესახებ
საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის გამოსვლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობის პირველ ფორუმზე
დღეს მე ფორუმზე იმანაც გამახარა, რომ სიტყვით გამოსული ყველა ახალგაზრდა აზერბაიჯანულ ენაზე გამართულად და თავისუფლად ლაპარაკობს. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ ასეთი სურათის ნახვა შეუძლებელი იყო. გასული წლების რიგი თავისებურებების გამო აზერბაიჯანული ენა აზერბაიჯანში სათანადოდ ვერ განვითარდა. მართალია, ენის განვითარებას 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში მცდელობას არ ვაკლებდით, ამ მიმართულებით ბევრი რამ კეთდებოდა. მაგრამ აზერბაიჯანული ენა დომინანტი ენა არ გახლდათ. იცით, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით. იმ დროს საბჭიეთის ენა რუსული ენა გახლდათ. მშობელთა უმრავლესობას თავიანთი შვილები რუსულ სკოლებში შეჰყავდათ. ესეც ბუნებრივი იყო, რადგანაც იმისათვი, რომ ბავშვს ფართო განათლება მიეღო, საჭირო იყო, იგი აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ წასულიყო სასწავლებლად. ამიტომაც მათაც ვერ გაამტყუნებდი. მაგრამ ყველაფერი ეს აზერბაიჯანული ენის სრულ განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ვიყავით და მრავალნი ლაპარაკობდნენ საერთო სახელმწიფო ენაზე. ამიტომაც ზოგიერთ ადამიანს, სამწუხაროდ მშობლიური ენისადმი სწორი დამოკიდებულება არ ჰქონდა გამომუშავებული. კარგად მახსოვს, როცა კომკავშირის ყრილობებზე სიტყვით გამოსული ზოგიერთი ახალგაზრდა ცდილობდა, აზერბაიჯანულად ესაუბრა, გამართულად ვერ ლაპარაკობდა. მაგრამ დღეს აქ გამოსულებმა განმაცვიფრეს, ყველას დაანახვეს აზერბაიჯანული ენის სიმდიდრე და ის, რომ აზერბაიჯანული ენა აზერბაიჯანში გამეფებული ენაა.
უნდა გითხრათ, რომ ყველა აზერბაიჯანელი ახალგაზრდა უნდა ეცადოს, უცხო ენებიც აითვისოს, მათშორის რუსული, ინგლისური, ფრანგული, არაბული, თუ სპარსული ენები. ეს საჭიროა, რადგანაც თანამედროვე ქვეყნების მჭიდრო ურთიერთ კავშირი მოითხოვს, რომ ადამიანებმა ერთმანეთის ენა იცოდნენ. ჩვენს ახალგაზრდობას მე ამას ვურჩევ. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა, ჩვენი აზერბაიჯანული ენა უფრო კარგად იცოდნენ, ამ ენაზე, თავისუფლად ილაპარაკონ და იგი როგორც მშობლიური ენა გულით შეიყვარონ. ადამიანი, რომელმაც თავისი ენა არ იცის, ადამიანი, რომელსაც თავისი ენა არ უყვარს, თავისი ქვეყნის ისტორიასაც სათანადოდ ვერასოდეს შეისწავლის. მახსოვს, 70-იან წლებში საკითხის სიმწვავით შეწუხებულმა რამდენჯერმე მითითება მივეცი, რომ რუსულ სკოლებში აზერბაიჯანული ენის სწავლებას უფრო მეტი დრო დაეთმოს. ახალგაზრდა, რომელმაც აზერბაიჯანული ენა არ იცის, ვერ წაიკითხავს ნიზანის, ფიზულია, ნასიმის, ვეგიფს, საბირსა და ჯალილ მამედყულიზადეს, ვერ წაიკითხავს სხვა კორიფეებს. თუ მათ ვერ წაიკითხავს, მას არ ეცოდინება ჩვენი ისტორია, თუ მათ ვერ წაიკითხავს, არ ეცოდინება ჩვენი კულტურული ძირები, ჩვენი ფესვები, არ ეცოდინება ჩვენი ეროვნული ტრადიციები. თუ სე ყველაფერი არ ეცოდინება, იგი ვერ იქნება პატრიოტი, მასში ვერ გაიღვიძებს ეროვნულ პატრიოტული გრძნობები.
მე ვისურვებდი, რომ აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ შექსპირი ინგლისურად წაიკითხოს, ნიზამი, ფიზული და ნასიმი კი აზერბაიჯანულად წაიკითხოს. დღეს ჩემში ამ იმედებმა იმძლავრეს, ჩვენი აზალგაზრდები ჩვენს ისტორიას უფრო ახლოს გაეცნობიან, მშობლიურ აზერბაიჯანულ ენას სათანადოდ აითვისებენ და ეს ყველაფერი თვითოეულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდაში მაღალ პატრიოტულ გრძნობას გააჩენს. როცა ენის, კულტურისა და ეროვნული ტრადიციების შესახებ ვლაპარაკობ, მინდა ავღნიშნო, რომ აზერბაიჯანში ყველა მოქალაქე ერთნაირი უფლებებით სარგებლობს და ყველა ენას თავისუფლად იყენებენ, ეს ასეა და მომავალშიც ასე იქნება. აზერბაიჯანი აზერბაიჯანში მცხოვრები ყველა ერის სამშობლოა. როცა ვამბობთ, აზერბაიჯანის მოქალაქე, აზერბაიჯანელი ხალხი, კარგად ვაცნობიერებთ აზერბაიჯანში მცხოვრები ყველა ერის ერთიანობას.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.