გამოიცა ერნსტ ჰემინგუეის „რჩეული ნაწარმოებები“
სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის ახალი პროექტის ფარგლებში, რომელც ითვალისწინებს „მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტების“ 150 ტომეულის სერიულ გამოცემას, გამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ერნსტ ჰემინგუეის „რჩეული ნაწარმოებები“.
წიგნში, რომელსაც „ერნსტ ჰემინგუეის ცხოვრებისა და შემოქმედების შტრიხები“ ეწოდება, მწერლის ისეთი რომანები შედის, როგორებიცაა „მოხუცი და ზღვა“ და „ან არის, ან არა“, ასევე კრებულში თავმოყრილია ციკლიდან ”უქალო კაცები“ შემდეგი მოთხრობები - |“დაუმარცხებელი“, „უცხო მხარეში“, „თეთრი სპილოები“, „მკვლელები“, „ათი ინდოელი“ და „დევნილის რბოლა“; წიგნში ასევე შეხვდებით ავტობიოგრაფიულ მემუარს „დღესასწაული, რომელიც ყოველთვის შენთანაა“.
ნაწარმოებები აზერბაიჯანულად თარგმნეს ცნობილმა მთარგმნელებმა მანაფ სულეიმანოვმა, მაჰირ ნ. გარაევმა და თავაქულ ზეინალოვმა.
წიგნი უახლოეს დღეებში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
“Libraff”-ი
“Kitabevim.az”-ი
“Akademkitab”-ი
წიგნის სახლი “Akademiya”
“Azərkitab”-ი
პრეზიდენტის აპარატის წიგნის სახლი
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის სავაჭრო ჯიხური
წიგნის მაღაზია “Pero”
წიგნის სახლი “Oxumalı” (საკითხავი)
წიგნის სახლი “Lider”-ი
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.