ალბანური ეკლესიები - ჩვენი ისტორიის უძველესი ნაკვალევი
აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა მოამზადა ვიდეო რგოლი „ალბანური ეკლესიები - ჩვენი ისტორიის უძველესი ნაკვალევი“, რომელიც მოგვითხრობს საუკუნეების მანძილზე აზერბაიჯანში მცხოვრები ალბანელების უძველეს ისტორიაზე, აზერბაიჯანელ თურქებთან თანაარსებობასა და საერთო კულტურაზე და 1836 წლის 11 მარტით დათარიღებული რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის განკარგულებით სომხეთის გრიგორიანული ეკლესიის დაქვემდებარებაში გადასვლის შემდეგ სომხების მიერ ალბანეთის სამოციქულო ეკლესიის გაყალბებაზე.
ვიდეორგოლი, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში ინგლისურ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე გავრცელდება, ასევე გადაეგზავნება აზერბაუჯანში აკრეტიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებსა და მსოფლიოს ავტორიტეტულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს.
ალბანური ეკლესიები - ჩვენი ისტორიის უძველესი ნაკვალევი
კავკასიის ალბანეთი, რომელიც თავისი ისტორიით, კულტურითა და ძეგლებით ყოველთვის იზიდავდა ცივილიზებული სამყაროს ისტორიკოსების ყურადღებას, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა. ისტორიული წყაროების თანახმად, იერუსალიმიდან და სირიიდან ჩამოსულმა ქრისტიანმა მისიონერებმა პირველ საუკუნეში განაპირობა აქ პირველი ქრისტიანული თემების ჩამოყალიბება.
ამ წყაროებში ასევე ნათქვამია, რომ სომხეთის გრიგორიანული ეკლესიისგან განსხვავებით, ალბანეთის სამოციქულო ეკლესიის ისტორია დასაბამს იღებს იერუსალიმის ეკლესიიდან, მოგვიანებით კი იერუსალიმის საპატრიარქოდან. ამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია ცნობილი ალბანელი მემატიანეს მუსე კალანკატლის მიერ ალბანეთის მმართველის ჯავანშირის დავალებით დაწერილ წიგნში „ალბანეთის ქვეყნის ისტორია“. წიგნში ნათქვამია, რომ მოციქულ ფადეის მოწაფემ, წმინდა ელისემ, შექიში, რომელიც ალბანეთის ერთ-ერთ ძველი პროვინცია გახლდათ, ქიშის ტაძრის მშენებლობისას თქვა: "ეს არის ჩვენი სულიერი ცენტრი, უპირველესი ადგილი, სადაც განათლებას ვეზიარებით". წიგნში ასევე ნათქვამია, რომ ალბანეთში პირველი ქრისტიანი მისიონერი წმინდა ელისე, მოკლეს და დაკრძალეს ქალაქ შექის მახლობლად. ის, რომ ქრისტიანობა კავკასიის ალბანეთში სომხებთან შედარებით გაცილებით ადრე გავრცელდა, აისახა სომეხი კათოლიკოსის აბრაამის ალბანელებისადმი მიმართულ წერილში,: ”ალბანეთის საპატრიარქოს ტახტი, რომელიც ჩვენზე ძველია, გვეთანხმებოდა ჩვენ (სომხებს)”.
კავკასიის ალბანეთის შესახებ გამოკვლევების თანახმად, V-VIII საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე 12 საეპისკოპოსო ყოფილა: კაბალაქა (გაბალა), გაშუა, იუტა, ამარასი, ცრი, ბალასაკანი (შექი), გირდიმანი, მეტ-კოგმანკი, მეტ-ირანკი, ჰაბანდი, პართავი (ბარდა). ) და განჯასარი (ქელბეჯერი). 552 წელს, მას შემდეგ რაც ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი, წმინდა მამა აბასი, საცხოვრებელად ჭოლიდან ბარდაში გადავიდა, ბარდას ეკლესია დიდ მონასტრად იქცა.
http://www.anl.az/down/meqale/xalqqazeti/xalqqazeti_iyun2009/83866.htm
ალბანეთის ეკლესიების სომხიზაციის მცდელობების ფაქტები ასევე გვხვდება მრავალი ცნობილი ისტორიკოსის სამეცნიერო გამოკვლევებში.
იმპერატორ ნიკოლოზ I- ის 1836 წლის 11 მარტის ბრძანებულებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა რუსეთის სენატის მიერ 1836 წლის 10 აპრილს, ალბანეთის სამოციქულო ეკლესია დაექვემდებარა სომხეთის გრიგორიანული ეკლესიას. ამით დასრულდა ალბანეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა.
გამოჩენილმა რუსმა ისტორიკოსმა და ძველი კავკასიის ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მკვლევარმა პროფესორმა ილია პავლოვიჩ პეტრუშევსკიმ (1898–1977), თავის კვლევებში ფაქტებზე დაყრდნობით დაამტკიცა, რომ სომხების მიერ ალბანეთის ტერიტორიების სომხიზაცია, "ალბანეთის ეკლესიის" როგორც ფაქტის განადგურება და მისი "სომხურ ეკლესიად" გადაკეთება მიზანმიმართული და უწყვეტი პროცესი იყო, ხოლო ყარაბაღის ისტორიული ძეგლები სომხურ კულტურას არასდროს განეკუთვნებოდნენ.
https://az.wikipedia.org/wiki/Alban_Həvari_kilsəsi
ცნობილმა "სომეხმა ისტორიკოსმა" ნიკოლაი ადონცმა (1871–1942) თავის კვლევებში აღნიშნა, რომ სომხურ მოსახლეობას არასდროს ჰქონია არანაირი გავლენა ყარაბაღის მთიან ნაწილში.
ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე, აკადემიკოსი ზია ბუნიადოვი VII საუკუნის არაბი ისტორიკოსის ალ-ვაკის მოღვაწეობის შესწავლისას, საინტერესო ისტორიულ ფაქტს წააწყდა.
სამხედრო სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების მიზნით და იმის გასარკვევად, თუ რომელი ტომები ცხოვრობდნენ ქვეყანაში, არაბთა სახალიფოს მეთაურმა ხალიფა მუავიამ (661-680) კავკასიის ალბანეთში შეჭრამდე ინფორმაცია შეაგროვა. ხალიფა ალ-ჯურჰუმისადმი მითითებების შესაბამისად დადგინდა, რომ ამ ტერიტორიებზე გაბატონებული ენა იყო თურქული და ტომთაშორის საკომუნიკაციო საერთო ენაც თურქული ენა გახლდათ.
https://az.wikipedia.org/wiki/Azərbaycan_Ərəb_xilafətinin_tərkibində
მრავალ წყაროებში, რომლებიც კავკასიის ალბანეთის ისტორიას შესწავლიდნენ, ნათქვამია, რომ ალბანეთის კათოლიკოსის ტახტი მე-4-5 საუკუნეებში დერბენდში, ჩოლას მონასტერში, მე-6-7 საუკუნეებში ბარდას მონასტერში, მე-8-9 საუკუნეებში აღდარაში, წმინდა ელიზეს მონასტერში და მე –10 – მე –15 საუკუნეებში ქელბეჯერში, ხუდავანგის მონასტერში მდებარეობდა.
არქეოლოგია, ეთნოგრაფია და ანთროპოლოგია მეცნიერული დაკვირვებით განსაზღვრავს, რომ ალბანელებთან თანაცხოვრებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანელი ხალხის ჩამოყალიბებასა და ეთნოგენეზში.
ცნობილი აზერბაიჯანული ეპოსის "ქითაბი-დედე გორგუდის" მთავარი გმირის, "ოღუზი ხალხის მეთაურის დიდი ოღუზის" და ასევე "სალურ ყაზანის" ალბანთა თავკაცებად მოხსენიება (II ტომი) ალბანურ-აზერბაიჯანური ურთიერთობების უძველეს ფესვებზე მიანიშნებს.
ისტორიულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ხალხის წინაპრები ძველად ქრისტიანობი იყვნენ და, რა თქმა უნდა, ლოცულობდნენ ოღუზის ქვეყნებში, ისტორიულ ალბანურ-აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე განლაგებულ ტაძრებში, ეკლესიებსა და მონასტრებში, რომელთა სახელებიც დღემდეა შემორჩენილი.
ათასობით წლის განმავლობაში აზერბაიჯანში დაცულია მრავალი ალბანური ქრისტიანული ტაძარი - ქიში (შექი), ხუდავანგი, განჯასარი (ქელბეჯერი), გურმუქი, ლაქიტი, გუმი (კახი), ავეი (ყაზახი), ჯოტარი (გაბალა) და სხვა. ასეთ ტაძრებს ჩვენი ხალხი დღემდე სტუმრობს, როგორც წმინდა საკრალურ ადგილებს, რომლებსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო იცავს და უფრთხილდება.
https://az.wikipedia.org/wiki/Alban_ölkəsinin_tarixi
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.
-
ვაგიფ ბაიათლი ოდერის შემოქმედება არგენტინის ლიტერატურულ პორტალში
არგენტინის პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა “Antología poética” (პოეტური ანთოლოგია) სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის პროექტის "აზერბაიჯანული
-
რასულ რზას შემოქმედება აშშ-ს ლიტერატურულ პორტალში
პოპულარულმა ამერიკულმა ლიტერატურულმა პორტალმა "Poetryverse"-მ "აზერბაიჯანული ლიტერატურა საერთაშორისო ვირტუალურ სამყაროში" პროექტის ფარგლებში