“რუსი გენერლები სომხების შესახებ“ ვიდეოჩარხი საერთაშორისო ვირტუალურ სივრცეში
სახელმწიფო მთარგმნელობითმა ცენტრმა გააკეთა ვიდეოჩარხი, სათაურით „რუსი გენერლები სომხების შესახებ“. ვიდეოჩარხი მომზადდა ცენტრის იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „აზერბაიჯანული სინამდვილე“ ეწოდება. ვიდეოჩარხი მოიცავს ამონარიდებს სხვადასხავა რუსი გენერლების, მათშორის 1895-1913 წიებში თურქეთში რუსეთის კონსულის ვლადიმერ მაევსკის, 1915 წელს თურქეთში ერზინჯანის მხარეში წარგზავნილი გენერალ-ლეიტენანტ გრიაზნოვის, რუსული არმიის გენერლის, წარმოშობით ქართველი ილია ოდიშიძის მოხსენებებსა და ბარათებიდან. (სხვათა შორის, პირველი მსოფლიო ომის დროს ი.ოდიშიძე მეთაურობდა იმ რუსულ საჯარისო დანაყოფებს, რომლებიც პირველად შეიჭრნენ თურქეთის ტერიტორიაზე). ეს ციტატები ნათლად ამხელს ფარისევლურ სომხურ პოლიტიკასა და ფაშისტური სულისკვეთებით გამსჭვალულ გამოხდომებს. ვიდეოჩარხი, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტ სივრცეში ინგლისურ, რუსულ, თურქულ, არაბულ, ქართულ, ფრანგულ, უკრაინულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე გავრცელდება, მოგვითხორბს იმ გენოციდებზე, რომელსაც სომხები „სომხური გენოციდის“ სახელით მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებდნენ თურქეთსა და აზერბაიჯანში.
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.