აზერბაიჯანელი მწერალი საქართველოს ლიტერატურულ პორტალში
საქართველოს პოპულარულმა ლიტერატურულმა პორტალმა ”1ტვ.ელექტროლიტმა“ სახელმწიფო თარგმანის ცენტრის „აზერბაიჯანული ლიტერატურა ვირტუალურ სამყაროში“ პროექტის ფარგლებში დაიწყო ცნობილი აზერბაიჯანული პოეტის, ზაჰიდ სარითორფაგის რომანის ბეჭდვა. რომანი, რომელსაც „ნაცარი“ ეწოდება, ამავე პროექტის ფარგლებში ითარგმნა ქართულად.
საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის კომპანიის ყოველთვიური ელექტრონული პორტალი ”1ტვ.ელექტროლიტი” 2017 წლიდან ფუნქციონირებს. პორტალი ძირითადად აქვეყნებს მხატვრულ ლიტერატურას (პროზა, პოეზია, დრამა), ასევე კრიტიკულ და პუბლიცისტურ მასალებსაც უთმობს ადგილს. ქართველი მკითხველი აღნიშნული პორტალის მეშვეობით ეცნობა ისეთი მსოფლიო კორიფეების ნაწარმოებების ელექტრონულ ვერსიას როგორებიცაა ომარ ხაიამი, ჯალალუდინ რუმი, პოლ ვერლაინი, არტურ რემბო, ფილიპ დიკი, თომას ვოლფი, რუდოლფ ლაპერტი, ლეო პერე, ჯონ ჩივერი, ენრაიტი, ჰერტა მუელერი, ჰანს მაგნუს ენსბერგერი, ოლგა ტოკარჩუკი, ჯორჯ ბრაუზენი, ესმე ვარნი , ლუსი ფლეტჩერი, ლორეს ფერლინგეტი, ჟაკ ბრელი, ლევ რუბინშტეინი, ჯონ მაქსველ კუცე, ნორბერტ ჰამელტი, სუზან ზონტაგი, ფრანც ჰოლერი და სხვა.
პორტალის მთავარი რედაქტორია ცნობილი ქართველი მწერალი და დრამატურგი შადიმან შამანაძე.
საძიებელი ლინკი: |
და სხვა ...
-
დაისტამბა მუსა იაგუბის საბავშო წიგნი „ვარდების ბაღი“.
ასმც-ს მთარგმნელობითმა სააგენტომ გამოსცა აზერბაიჯანის სახალხო პოეტის მუსა იაგუბის მიერ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის დაწერილი ლექსების კრებული „ვარდების ბაღი“.